
ევროპელი დამკვირვებლების ახალი ტექნიკური მისია სომხეთში იმყოფება. ამის შესახებ საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა. https://news.am/arm/news/737178.html?
„ოქტომბერში მოსული დამკვირვებლები წავიდნენ. დღეს არის ახალი ტექნიკური მისია, რომელმაც უნდა შეაფასოს სიტუაცია“, – განაცხადა გრიგორიანმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წინა სადამკვირვებლო მისია სომხეთში ოქტომბერში 2 თვის ვადით ჩამოვიდა. 19 დეკემბერს ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საქმეთა საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ სომხეთში სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობის დასრულების შემდეგ ევროკავშირი აპირებს განათავსოს ახალი, გრძელვადიანი მისია.