მთავარიპოლიტიკა

ნებას ნუ დართავთ  ტრაგედია განმეორდეს:  რუბენ ვარდანიანმა ინტერვიუ მისცა ფრანგულ პერიოდულ გამოცემებს

არცახის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრმა რუბენ ვარდანიანმა სტეფანაკერტიდან ინტერვიუ მისცა პრესტიჟულ ფრანგულ ჟურნალებს Marianne-სა და La Vie-ს, სადაც წარმოადგინა აზერბაიჯანის მიერ ბლოკადის გამო არცახში არსებული ვითარება.

ჟურნალ Marianne-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუბენ ვარდანიანმა მოუწოდა ზეწოლა მოახდინონ აზერბაიჯანზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას 120 000 არცახელი  სომეხის მშვიდობიანი არსებობა მათ მშობლიურ  მიწაზე. არცახის სახელმწიფო მინისტრმა შეახსენა იმ პროვოკაციების შესახებ, რომელიც წინ უძღოდა არცახის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის ჩაკეტვას. რუბენ ვარდანიანმა, კერძოდ, აღნიშნა, რომ 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანი, რომელიც მიზნად ისახავს არცახის მოსახლეობის გაძევებას, ძალიან აგრესიულ ქცევას ავლენს, რაც გამოიხატება უწყვეტი სამხედრო პროვოკაციებით, გაზის რეგულარული ბლოკირებით და ა.შ. არცახის სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ პროვოკაციებისა, არცახის სომხებმა თავიანთი წინაპრების მიწაზე დარჩენის გადაწყვეტილება გამოხატეს 2022 წლის 30 ოქტომბერს სტეფანაკერტში გამართული მასობრივი აქციით, რამაც ბაქოში შოკი გამოიწვია.

აზერბაიჯანული მხარის მიერ წამოყენებულ ცრუ გარემოსდაცვით მოთხოვნებზე საუბრისას, რუბენ ვარდანიანმა განაცხადა, რომ თუ გარემოს დაცვა მართლაც ბაქოს საზრუნავია, მაშინ არცახი მზადაა მიიღოს გაეროს მიერ დელეგირებული გარემოსდაცვითი ექსპერტების საერთაშორისო კომისია, რომელიც შეძლებს განახორციელოს ინსპექტირება.

სიტუაციის შესაძლო გადაწყვეტის შესახებ კითხვაზე, არცახის სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლას შეუძლია რუს სამშვიდობოებს მისცეს მანდატი  ჰუმანიტარული საჰაერო დერეფნის ორგანიზებისა და  სურსათისა და მედიკამენტების მიწოდებისათვის. „პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ყოველი მხრიდან გარშემორტყმული ვართ აზერბაიჯანით, რომელიც ყოველთვის იპოვის საბაბს, რომ გზა გადაკეტოს და ცხოვრება აგვირიოს.  სტეფანაკერტის აეროპორტი აზერბაიჯანული საფრთხის გამო ახლა არ ფუნქციონირებს, თუმცა სრულად მზადაა ფუნქციონირებისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ფედერაცია, აშშ და საფრანგეთი შეძლებენ შეთანხმებას და ზეწოლის  მოახდენას აზერბაიჯანის კორუმპირებულ რეჟიმზე“.

რუბენ ვარდანიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ არცახის ხალხი ძალიან ძლიერი და ერთიანია, მაგრამ უნდა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან არსებობისათვის ბრძოლაში“.

პრესტიჟულმა ფრანგულმა გამოცემა La Vie, რომელიც რუბენ ვარდანიანის ინტერვიუს აქვეყნებს, წინასიტყვაობაში წერს, რომ „2022 წლის 12 დეკემბრიდან მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გარემოს დაცვის აქტივისტებად გადაცმულმა აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გადაკეტეს, რამაც გამოიწვია უპრეცედენტო მოვლენა –  ჰუმანიტარული კატასტროფა.”

კითხვაზე შესაძლებელია თუ არა აზერბაიჯანთან მშვიდობა, რუბენ ვარდანიანმა უპასუხა: „ჩვენს ორ ხალხს შორის ძალიან ბევრი ძალადობა და სიკვდილი მოხდა, სომხებისადმი სიძულვილს აზერბაიჯანის სკოლებში წლებია ასწავლიან… მშვიდობისკენ მიმავალი გზის პოვნა ეტაპობრივი, ხანგრძლივი პროცესი იქნება“.

გაზეთის მეშვეობით საფრანგეთისთვის თავისი გზავნილის გადაცემისას, არცახის სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ გენოციდის შემდეგ საფრანგეთმა ძმური დამოკიდებულება გამოიჩინა სომხების მიმართ. „მინდა ფრანგებს ვუთხრა. ნებას ნუ დართავთ ტრაგედია განმეორდეს.  ყოველთვის უკეთესია კატასტროფების თავიდან აცილება, ვიდრე მათი მართვა…“

ავტორი ლილით მურადიანი

ნახეთ მეტი
Back to top button