მთავარიპოლიტიკა

პაკისტანელმა „სტუდენტებმა“ გამოაცხადეს, რომ სურთ შეუერთდნენ აზერბაიჯანელებს, რომლებიც ბლოკავენ ლაჩინის დერეფანს: ჟან-კრისტოფ ბუისონი

ფრანგული გაზეთ “Le Figaro”-ს დირექტორის მოადგილე ჟან-კრისტოფ ბუისონი ტვიტერში გამოქვეყნებულ  თავის მიკრობლოგზე იტყობინება, რომ პაკისტანელმა “სტუდენტებმა” გამოთქვეს სურვილი შეუერთდნენ აზერბაიჯანელების ბლოკადას ლაჩინის დერეფანში. „არცახში სომხებისთვის ცუდი ამბები გროვდება. 26 დეკემბერს, რუსებმა არამარტო არ გაათავისუფლეს ლაჩინის დერეფანი, არამედ იდუმალმა პაკისტანელმა „სტუდენტებმა“ განაცხადეს, რომ სურთ აზერბაიჯანელ აქტივისტებთან შეერთება ბლოკადის გასაძლიერებლად“, – წერს ბუისონი. https://factor.am/595061.html? შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელების ჯგუფს 16 დღეა ლაჩინის დერეფანი დაკეტილი აქვს, ცრუ გარემოსდაცვითი საბაბით. სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის ჩაკეტვამ ჰუმანიტარული პრობლემები გამოიწვია. სტეფანაკერტში საკვების, მედიკამენტების, საწვავის ნაკლებობაა, 1000-ზე მეტი არცახელი, მათ შორის ბავშვები, სომხეთიდან საცხოვრებელ ადგილებს ვერ უბრუნდებიან.

ნახეთ მეტი
Back to top button