საზოგადოება
წაღკაძორი დსთ-ს ყველაზე პოპულარული სათხილამურო კურორტების ტოპ-3-შია

პორტალმა TurStat წარმოადგინა დსთ-ს ქვეყნების ცნობილი სათხილამურო კურორტების რეიტინგი, რომლებიც ძალზე შესაფერისია ზამთრის დასვენებისა და ახალი წლის აღსანიშნავად.
სომხეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის სათხილამურო კურორტები დსთ-ს ქვეყნების საუკეთესო ზამთრის კურორტების სამეულში მოხვდნენ.
„ტურსტატის“ მონაცემებით, დსთ-ს სამთო-სათხილამურო კურორტებს შორის შიმბულაკი, ყარაკოლი და წაღკაძორი მოხვდა.
სათხილამურო კურორტი წაღკაძორი მდებარეობს ერევნის ჩრდილო-აღმოსავლეთით 50 კილომეტრში. წაღკაძორში ზღვის დონიდან 2800-2300 მეტრ სიმაღლეზე არის თხილამურებისა და სნოუბორდის ტრასები.
რეიტინგი დსთ-ს ქვეყნების სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარობის კვლევის შედეგების საფუძველზე შედგა.