პოლიტიკა

აზერბაიჯანი ხელმძღვანელობს არცახის ნახჭევანად გადაქცევის პრინციპით: არ არიან სომხები, არ არიან პრობლემებიც

სომხეთის გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის ფონდმა განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის მიერ არცახის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის ჩაკეტვასთან დაკავშირებით.

„2022 წელს 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანმა გადაკეტა ერთადერთი გზა, რომელიც არცახის რესპუბლიკას აკავშირებს გარე სამყაროსთან. მიუხედავად აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა საბაბებისა, ამ უკანასკნელის სტრატეგიული მიზანია აიძულოს არცახის რესპუბლიკის მოსახლეობა დატოვონ თავისი ისტორიული სამშობლო. ამ საკითხში აზერბაიჯანი ხელმძღვანელობს იმ გეგმით, რომ ეტაპობრივად არცახი ნახჭევანად გადაიქცეს, მოქმედებს დევიზით:  არ არიან სომხები, არ არსებობენ პრობლემებიც. ამასთან, აზერბაიჯანი აშკარად არ დაკმაყოფილდება არცახის განსახლებით.  2020 წლის  არცახის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის საჯარო განცხადებები ნათლად მოწმობე, რომ მათ პოლიტიკური ამბიციები გააჩნიათ მთელი სომხეთის მიმართაც.

აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აღფრთოვანებულია აზერბაიჯანის მზარდი მნიშვნელობით უახლესი გეოპოლიტიკური მოვლენების გამო, მათ შორის აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით თურქმენული გაზის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის მზარდ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. შესაძლოა, ბაქოში მიაჩნიათ, რომ გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესები აიძულებენ  თვალი დახუჭონ არცახელი  სომხების წინააღმდეგ გენოციდური ქმედებების განხორციელებაზე და სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი აგრესიის გაჩაღებაზე.

თუმცა, ბოლო ასი წლის გამოცდილება ერთ რამეს ნამდვილად ადასტურებს. გენოციდისა და გენოციდური ქმედებების ჩამდენებმა  დამსახურებული სასჯელი მიიღეს. დარწმუნებულნი ვართ, რომ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობაც აგებს პასუხს სომეხი ერის წინააღმდეგ ჩადენილ და ამჟამად დაგეგმილ დანაშაულებზე, ხოლო არცახის რესპუბლიკის სომხები გააგრძელებენ ცხოვრებას და მოღვაწეობას თავიანთ ისტორიულ სამშობლოში, მიუხედავად არსებული ენით აუწერელი სირთულეებისა.

ავტორი ნაირა მაილიან

ნახეთ მეტი
Back to top button