ლაჩინის დერეფნის გავლით შესასვლელის დე ფაქტო ჩაკეტვა უარყოფითად აისახება ბავშვების მდგომარეობაზე: UNICEF

UNICEF-მა ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებულ ვითარებიდან გამომდინარე განცხადება გაავრცელა.
„ლაჩინის დერეფნით მთიან ყარაბაღში შესასვლელის ფაქტიურად ჩაკეტვა უარყოფითად აისახება ბავშვების მდგომარეობაზე. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მით უფრო მეტად დაზარალდებიან ბავშვები ძირითადი საკვებისა და მათი გადარჩენისთვის, ჯანსაღი ზრდისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ძირითადი სერვისების ნაკლებობით. იმავდროულად, ბევრ ბავშვს ასევე მოაკლდა მშობლის მზრუნველობა, რადგან ისინი დაშორდნენ მშობლებს ან კანონიერ მეურვეებს.
UNICEF იმეორებს გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას, უზრუნველყოს გადაადგილების თავისუფლება და უსაფრთხოება ლაჩინის დერეფნის გავლით, წინა შეთანხმებების შესაბამისად. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მთიან ყარაბაღში ბავშვები დაცულები იყვნენ და ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა უსაფრთხოდ და სწრაფად მიაღწიონ ამის საჭიროების მქონე პირებთან.
UNICEF აგრძელებს დიალოგისა და თანამშრომლობის ძიებას ყველა აქტორთან, რათა მიიღონ ხელმისაწვდომობა ბავშვების მხარდასაჭერად რეგიონში“.