პოლიტიკა

სანამ არცახი ალყაშია, რუსი სამშვიდობოები წვრთნებს ატარებენ

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მე-17 დღეა, რაც არცახის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, ლაჩინის დერეფანი გადაკეტა. ბაქოს ამ ქმედებების შედეგად, არცახში ჰუმანიტარული კრიზისი წარმოიშვა, მაშინ როცა რუსი სამშვიდობოები 2020 წლის  9 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციაში ლაჩინის დერეფნის უსაფრთხოებისა და მასზე უწყვეტი მიმოსვლის უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულების ნაცვლად სამხედრო წვრთნებს ატარებენ. საბრძოლო მომზადების პროგრამის განხორციელების დროს რუსული სამშვიდობო სამხედრო ნაწილის ქვედანაყოფებთან წვრთნები ჩატარდა“, – ნათქვამია სამშვიდობოების ტელეგრამარხის შეტყობინებაში. https://factor.am/595649.html

ნახეთ მეტი
Back to top button