კულტურა

სომხური კინოს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სომხეთის ეროვნული კინოცენტრი მოაწყობს ჩვენებებს საზღვარგარეთ

სომხური კინოს 100 და სომხური ანიმაციის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სომხეთის ეროვნული კინოცენტრი სომხურ კინომემკვიდრეობას საერთაშორისო პლატფორმებზე წარადგენს.

„არმენპრესის“ ინფორმაციით (https://armenpress.am/arm/news/1100723.html) 28 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კინოცენტრის დირექტორმა შუშანიკ მირზახანიანმა განაცხადა, რომ ორი წელია, საზღვარგარეთ საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზებაზე ბევრს მუშაობენ.

წინასწარი შეთანხმებით, პროგრამა „სომხური კინო-100“ საერთაშორისო პლატფორმებზე უნდა იყოს წარმოდგენილი. თებერვალში ის ირანის კინოფესტივალ „ფაჯრში“ მიიღებს მონაწილეობას. „ჩვენ ასევე მივიღებთ მონაწილეობას ბერლინის კინობაზრობაზე. წარმოგიდგენთ თანამედროვე კინოს, მაგრამ სომხური პავილიონი კინომარკეტზე „სომხური კინო-100“-ის იდეის საფუძველზე ჩამოყალიბდება. მარტში სომხური კინოს პრეზენტაცია გაიმართება პარიზის კინოთეკაში. შემდეგი იქნება კანის პრესტიჟული ფესტივალი, რომელიც ჩვენთვის ძალიან სერიოზული პლატფორმაა. ჩვენ იქ 2022 წელს ბევრი სამუშაო გავაკეთეთ. წინასწარი შეთანხმებით აღვადგენთ და გავაციფრებთ ფრუნზე დოვლათიანის ფილმს „გამარჯობა, მე ვარ“, რომელსაც „კანის კლასიკა“-ში ვაჩვენებთ. 1966 წელს იგი შედიოდა კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში, როგორც საბჭოთა ფილმი. ამჯერად ის სომხური ფილმის სახით იქნება ნაჩვენები“, – აღნიშნა მირზახანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button