საფრანგეთის სხვადასხვა ძირითადი პარტიების პოლიტიკურმა ლიდერებმა, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, გამოაქვეყნეს ერთობლივი ღია წერილი საფრანგეთში ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ყოველდღიურ გაზეთ Le Monde-ში, სადაც ითხოვენ საფრანგეთის პრეზიდენტის ჩარევას არცახისა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტიისთვის. „არმენპრესის“ (https://armenpress.am/arm/news /1100678.html) ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთში სომხეთის საელჩომ „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა წერილის თარგმანი.
„მნიშვნელოვანია მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“
12 დეკემბრიდან აზერბაიჯანმა გადაკეტა ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს არცახის/მთიანი ყარაბაღის სომხურ მოსახლეობას გარე სამყაროსთან, ლაჩინის დერეფანთან, რითაც შეიქმნა დიდი ჰუმანიტარული კატასტროფის რისკი. 120 000 ადამიანი, მათ შორის 30 000 ბავშვი, მოკლებულია სასიცოცხლო რესურსებს, მათ შორის საკვებსა და მედიკამენტებს. სამი დღით აზერბაიჯანმაც შეწყვიტა გაზის მიწოდებაც, არცახელები ყინვაში გათბობას იყვნენ მოკლებული.
ეს მოვლენა, 2020 წლის სექტემბრიდან, არის აზერბაიჯანის თავდასხმების ესკალაციის ახალი ეტაპის დასაწყისი სომხების წინააღმდეგ, იქნება ეს სომხეთის თუ არცახის რესპუბლიკის მოქალაქეები. ეს არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ჟენევის კონვენციების და ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისათვის მოლაპარაკებების უხეში დარღვევა.
არსებობს საფუძველი გვჯეროდეს, რომ აზერბაიჯანი ამით არ დაკმაყოფილდება და გამოიყენებს ნებისმიერ შესაძლებლობას დესტაბილიზაციისა და დესტრუქტიზაციისათვის, რათა მიღწიოს მის საბოლოო სურვილს – გაწმინდოს მთანი ყარაბაღი ეთნიკური სომხებისაგან.
აზერბაიჯანის ქმედებები – დოკუმენტირებული ომის დანაშაულები, ეთნიკური სიძულვილის გავრცელება, სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, სომხეთზე თავდასხმა 2022 წლის სექტემბერში და მისი სუვერენული ტერიტორიის ნაწილის უკანონო ოკუპაცია, განმეორებითი დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ – ყოველივე ეს უკვე დაუშვებელ ხასიათს ატარებს, რაც საფრანგეთს ნებისმიერ სხვა გარემოებაში ჩარევისკენ უბიძგებდს. მეტიც, რისკის ქვეშ იმყოფება მეგობარი ერი, „ჩვენი ლომგულა პატარა მოკავშირე სომხეთი“, – როგორც ამას ჟორჟ კლემანსო ამბობდა.
საფრანგეთსა და სომხები მრავალსაუკუნოვანი კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ძაფები აკავშირებს. საფრანგეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ისტორია არის საფრანგეთის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის დამაკავშირებელი გზები (ჟაკ კიურის, რიშელიეს და კოლბერის დროიდან), ჩვენი ტექსტილის ინდუსტრიის განვითარება, პირველი კაფე პარიზში, სუეცის არხი, ჭიაფერასა და გარგარის გამოჩენა საფრანგეთში, ჩვენი ხალხური ცეკვების აკორდეონი. საფრანგეთი და სომხები არის ჩვენი დროშის ქვეშ დიდ ომში მებრძოლი სომხური ლეგიონი, ბარბაროსობის წინააღმდეგ აჯანყებული წინააღმდეგობის მოძრაობის გმირის მისაქ მანუშიანის თავგანწირვა.
საფრანგეთი და სომხები, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი დიდი მწერლების ხსოვნაა, კორნეიდან ნერვალამდე, სანდიდან ლამარტინამდე, ვიქტორ ჰიუგოდან, რომან როლანიდან და მაქს იაკობიდან ლუი არაგონამდე.
თუმცა, შესაძლებელია, 1915 წელს ანატოლ ფრანსის მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა ყველაზე კარგად გააერთიანა ის, რაც სომხებთან გვაკავშირებს:
”ბოლოს მივხვდით, რომ ჩვენი აღმოსავლელი და კვდებოდა, რადგან ის ჩვენი და იყო, ის კვდებოდა ჩვენი გრძნობების გაზიარების გამო, იმიტომ რომ მასაც ის უყვარდა, რაც ჩვენ, ფიქრობდა იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობდით, სჯეროდა ყოველივე იმის, რისიც ჩვენ გვჯეროდა, ჩვენსავით ჰქონდა გამჯდარი ჭეშმარიტების გრძნობა, თანასწორობა, პოეზია და ხელოვნება, ეს იყო მისი მიუტევებელი დანაშაული“.
არსებობს ფუნდამენტური ღირებულებები, არის ურღვევი პრინციპები, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენ, ფრანგი ხალხის მიერ არჩეულ სენატორებსა და დეპუტატებს, ჩვენი განსხვავებებისა და ურთიერთპოლიტიკური ხედვების მიღმა.
არიან ფუნდამენტური ღირებულებები, ურღვევი პრინციპები, რომლებიც გვაერთიანებს და გვაქცევს ერად. დიდ და ლამაზ ერად, რასაც ფრანგი ერი ჰქვია.
ამ ღირებულებებისა და პრინციპების გულისთვის, რომლებიც წარმოიშვა ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის შედეგად, იმ უწყვეტი კავშირების გულისთვის, რომლებიც გვაკავშირებს სომეხ ხალხთან, სენატმა ერთხმად, გარდა ერთი ხმისა, და ეროვნულმა ასამბლეამ ნოემბერში ერთხმად მიიღო რეზოლუციები სომხეთის მხარდასაჭერად, რომელიც ნაწილობრივ სამხედრო ოკუპაციისა და განუწყვეტელი თავდასხმების მსხვერპლია. ეს რეზოლუციები იყო 2020 წლის ნოემბერში მიღებული პირველი რეზოლუციების გაგრძელება, რომლებიც იმავე ფორმულირებით იქნა მიღებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარებისა და არცახის სომხების თვითგამორკვევის უფლების დასაცავად იმ მიწაზე, სადაც ისინი ცხოვრობდნენ უძველესი დროიდან.
ერთი საუკუნის შემდეგ, ჩვენ, ფრანგი პარლამენტარები, გამოვეხმაურეთ ჟან ჟორეს მოწოდებას, რომელიც გაკეთდა 1896 წლის 3 ნოემბერს, ოსმალეთის იმპერიაში სომხური ჟლეტის დროს, დეპუტატთა პალატაში მის გამოსვლაში გაჟღერდა შემდეგი სიტყვები: “სომხები უნდა გადავარჩინოთ” .
„ანუ ამდენი დაღვრილი სისხლის ფონზე, ამდენი არაადამიანური და ველური ქმედებების ფონზე, საფრანგეთის დაპირების და ადამიანის უფლებების დარღვევის ფონზე, არ ისმოდა არც ძახილი და არც ერთი სიტყვა. არ თქმულა შენი ტუჩებიდან არც ერთი სიტყვა, არ დაბადებულა შენი ცნობიერებიდან და შენ ჩუმად იყავი, მაშასადამე, თანამონაწილე იყავი, ცოდვის მონაწილე იყავი, სრული განადგურების თანახმა იყავი “.
ეროვნული ასამბლეისა და სენატის დემოკრატიული ნების შესაბამისად, ვთხოვთ რესპუბლიკის პრეზიდენტს, გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოს არცახის/მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის რესპუბლიკის სომხების გრძელვადიანი უსაფრთხოება. იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი განაცხადებს, რომ უარს იტყვის არცახის საკითხზე ნებისმიერ საერთაშორისო მოლაპარაკებაზე, ჩვენ, დეპუტატები და სენატორები მოგმართავთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაერიოთ გამოუსწორებლის თავიდან ასაცილებლად შემდეგი საშუალებებით:
– დაგმობილი იქნას აზერბაიჯანი საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციისა და ომის დანაშაულებისთვის.
– დაგეგმეთ ჰუმანიტარული ყოფნა არცახში და დაუყოვნებელი ეკონომიკური დახმარება გაუწიეთ სომხეთს.
– შევხვდეთ არცახის წარმომადგენლებს,
– შუამავლობა ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენს პარტნიორებთან, რათა მათ იგივე ნაბიჯები გადადგან და მათთან ერთად დააწესონ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ.
– შუამავლობა ევროკავშირსა და ამერიკაში ჩვენს პარტნიორებთან შეერთებულ შტატებში სტეფანაკერტის აეროპორტის ხელახლა ამოქმედებისათვის და არცახთან საჰაერო კომუნიკაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
-შეიტანეთ სარჩელი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ საერთაშორისო სამშვიდობო ძალების გაგზავნის პერსპექტივით.
ბატონო პრეზიდენტო, დღეს თქვენ ძალა შეგწევთ, რომ ისტორია არ განმეორდეს და გამოასწოროთ მისი ერთ-ერთი უსამართლობა. თქვენ შეგიძლიათ დღეს დაუმტკიცოთ ერთა ლიგას, რომ საფრანგეთი დიდია და ერთგულია მსოფლიო ღირებულებების, საკუთარი მორალური მოვალეობისა და პატივის მიმართ.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ შეგიძლიათ საბოლოოდ დაუმტკიცოთ ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომ საფრანგეთი თავისუფალია, რომ მას შეუძლია თავი დააღწიოს მოკლე შორსმჭვრეტელ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სტრატეგიებს თავისი ჰუმანისტური იდეალების დასაცავად, რომლებიც ჩვენი ერის საფუძველია“.
წერილის ავტორები:
ერიკ სიოტი – საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტი
ოლივიე ფორე -საფრანგეთის სოციალისტური პარტიის გენერალური მდივანი, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი
ერვე მარსელი – საფრანგეთის გაერთიანებული დემოკრატებისა და დამოუკიდებელების პარტიის პრეზიდენტი, სენატის ფრაქციის პრეზიდენტი
ფაბიენ რუსელი – საფრანგეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი
კრისტიან კამბო -საფრანგეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მუდმივი კომიტეტის პრეზიდენტი
ბრუნო რატაიო -საფრანგეთის სენატის “რესპუბლიკელების” ფრაქციის პრეზიდენტი და სენატის მთიანი ყარაბაღის შესახებ ინფორმირებულობის საერთაშორისო ჯგუფი.
ელიან ასასი – საფრანგეთის სენატის კომუნისტური ფრაქციის პრეზიდენტი
გიომ გონტარი -საფრანგეთის სენატის გარემოს დაცვის, სოლიდარობისა და ტერიტორიული მართვის ფრაქციის პრეზიდენტი
პატრიკ კანერი – საფრანგეთის სენატის სოციალისტური და გარემოს დაცვის რესპუბლიკური ფრაქციის პრეზიდენტი
ჟილბერ-ლუკ დევინაზი – საფრანგეთის სენატის “საფრანგეთი-სომხეთის” მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტი.