
მთავრობამ დაამტკიცა „სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი. მიზანს წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი ღონისძიებების გატარება, რომლებიც პირდაპირ მიმართულია სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვაზე.
კანონპროექტის მიღების შედეგად დანაშაულებრივ ქმედებად ჩაითვლება ქმედებები, რომლებიც მიმართულია სომხეთის სუვერენიტეტის სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდვისკენ ძალადობის გამოყენებით ან ძალადობის მუქარით, ასევე საჯარო მოწოდებები სუვერენიტეტზე უარის თქმის შესახებ.
10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება სუვერენიტეტზე უარის თქმისკენ მიმართული ქმედებებისთვის, ხოლო ამ თემაზე საჯარო მიმართვისთვის – ჯარიმა ან 2 თვიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.