პოლიტიკა

ლაჩინის დერეფანი ამძიმებს ერევან-მოსკოვის ურთიერთობებს

ლაჩინის დერეფანი ამძიმებს ურთიერთობებს სომხეთსა და რუსეთს შორის. ერევანი უფრო ღია განცხადებებს აკეთებს, მოსკოვი უფრო მკვეთრად რეაგირებს მათზე.

რუსეთის ქმედება, რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩუმად თვალს ადევნებს მთიანი ყარაბღის სომხებისაგან  დაცლას – მიუღებელია,   განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე. მისი დაკვირვებით, არის ყველა ნიშანი იმისა, რომ აზერბაიჯანი მორიგ სამხედრო პროვოკაციას ამზადებს. პრემიერის თქმით, ეს მოვლენები აჩენს კითხვებს, რომლებიც სასწრაფო პასუხს საჭიროებს რუსეთის სამშვიდობო ჯარების საქმიანობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ერევან-მოსკოვის რიტორიკა განსაკუთრებით გამკაცრდა პეტერბურგის ვიზიტის შემდეგ, რომელსაც ლაჩინის კრიზისში ცვლილებები არ დაუფიქსირებია.

მთიანი ყარაბაღის სომხებისაგან დაცლის  ჩუმი მოწმის როლის გამო  სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ფაქტობრივად, მთავრობის სხდომაზე რუსეთის სამშვიდობო ძალები დაადანაშაულა და ახალი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის მიუღებელია გავხდეთ მთიანი ყარაბაღის სომხებისაგან დაცლის  მდუმარე მოწმე, ლაჩინის დერეფნის დახურვა არ არის ის პირველი შემთხვევა, როცა აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში შეიჭრა“.

როგორ აფასებს რუსეთი ვითარებას, როგორია მისი გეგმა და საგზაო რუკა ლაჩინის დერეფნის აღდგენისთვის? ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხებს სომხეთისა  და მთიანი ყარაბაღის საზოგადოება რუსეთისგან ელოდება“.

ირკვევა, რომ ფაშინიანი პეტერბურგის შეხვედრებიდან ამ კითხვებზე პასუხის მიღების გარეშე დაბრუნდა, თუმცა ახლა ადასტურებს, რომ უნდა გააგრძელოს მუშაობა რუს პარტნიორებთან, რათა არ დაუშვას სიტუაციის ესკალაცია. სრ არის რუსული სამშვიდობო ჯარების არსებობისა მთიან ყარაბაღში და მისი ყოფნის მხარდამჭერი, განაცხადა ფაშინიანმა, გარდა ამისა ის  მოელის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერასაც.

„არსებობს ყველა ნიშანი იმისა, რომ აზერბაიჯანი ამზადებს მორიგ სამხედრო პროვოკაციას, მათ შორის  მყ-ში  სიტუაციის განვითარება ბადებს კითხვებს, რომლებიც საჭიროებს სასწრაფო პასუხს რუსული სამშვიდობო ჯარების საქმიანობასთან დაკავშირებით. თუ რუსეთი ობიექტური ან სუბიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მთიან ყარაბაღში, მე ვფიქრობ, რომ მან უნდა დაიწყოს დისკუსია გაეროს უშიშროების საბჭოში და მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალებს გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატით ან მოითხოვოს მრავალეროვნული სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ოფიციალური მოსკოვი რამდენიმე კომენტარით უკვე გამოეხმაურა.  რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ისინი ნამდვილად შეშფოთებულნი არიან ლაჩინის დერეფნის გარშემო წარმოქმნილი დაძაბულობით და რუსული მხარე გააგრძელებს მუშაობას და ძალისხმევას როგორც ერევანთან, ასევე ბაქოსთან. მან სომხეთს მათი ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე უწოდა, ხოლო აზერბაიჯანს – ღირსეული პარტნიორი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვანამ ლაჩინის დერეფანში შექმნილი ვითარების კონტექსტში რუსეთის სამშვიდობო ძალების კრიტიკა დასაშვებად  მიიჩნია.

დიპლომატის თქმით, არც ერთი საჯარო თავდასხმა არ შველის საქმეს, იყო უარესი სიტუაციებიც. დიპლომატი ირწმუნება, რომ ისინი ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მუშაობენ.

ნახეთ მეტი
Back to top button