მთავარიპოლიტიკა

არცახის ბავშვებს სჭირდებათ უსაფრთხოება და თანადგომა  –  არცახის ადამიანის უფლებათა ცენტრი ლაჩინის დერეფნის გახსნისკენ მოუწოდებს

როგორც მსოფლიოს ყველა ბავშვს, არცახის ბავშვებსაც სჭირდებათ უსაფრთხოება და თანადგომა. ამის შესახებ არცახის უფლებადამცველმა გეღამ სტეპანიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ  2022 წლის 12 დეკემბრიდან ლაჩინის დერეფანი ჩაკეტილია.

„როგორც ყველა ბავშვი, არცახის ბავშვებიც იმსახურებენ სიყვარულს და თანადგომას, საზრდოს, უსაფრთხოებას და დაცულობას. მაგრამ აზერბაიჯანის მიერ არცახის ბლოკადის შედეგად ასობით ოჯახი ერთმანეთს დაშორებულია და ბავშვები თითქმის 24 დღეა ვერ ნახულობენ მშობლებს. გახსენით ცხოვრების გზა“, – წერს  სტეპანიანი  Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

ნახეთ მეტი
Back to top button