პოლიტიკა
არცახში ხალხი შიმშილობს, ჩვენს შვილებს საჭმელი არ აქვთ – დავით ბაბაიანი

არცაში ჰუმანიტარული კრიზისის პრევენციის მიზნით, გარდა დაგმობის გამომხატველი განცხადებებისა, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ კონკრეტული სანქციები გამოიყენონ, – წერს არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბაბაიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„ეს სხვა არაფერია, თუ არა გამოწვევა ცივილიზებული სამყაროსთვის. იმიტომ რომ მთელი ერი შიმშილით კვდება. სხვა ქვეყნებში ცეკვავენ, ბავშვებს გარკვეული მოლოდინი აქვთ თოვლის ბაბუისგან. ჩვენს შვილებს კი არ აქვთ საჭმელი, მშივრები არიან“, – წერს ბაბაიანი.
აზერბაიჯანი 12 დეკემბრიდან ცრუ გარემოსდაცვითი მიზეზების გამო კეტავს არცახის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას, ლაჩინის დერეფანს.