პოლიტიკა

სურვილი აქვს, რომ ფიზიკურად დაესწროს სასამართლო პროცესებს – ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

,,მთავარი არხი” წერს, რომ კლინიკა “ვივა მედში” ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტს დედა, გიული ალასანია ხვდება. მას მედიასთან პალატაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. კლინიკაში იმყოფება ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძეც, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს პროცესებზე ფიზიკურად დასწრება სურს. 

უფლებადამცველის თქმით, დღეს გამოითხოვს ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერებს.

“სურვილი აქვს, რომ ფიზიკურად დაესწროს სასამართლო პროცესებს, ამას გავივლით ამ საკითხებს, გარდა ამისა, მოწმეთა რიგითობის საკითხებს მე ვეტყვი რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ. დარჩენილები არიან მნიშვნელოვანი მოწმეები, ძირითადი ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი და მისი მძიმე ავადმყოფობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას. […] ბოლო დღეებში უკიდურესად დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ახლა გამოვითხოვ მისი ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერებს და შევუთანხმებ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურ რეჟიმში, მათ შორის თუნდაც ღამის 12-საათამდე”, – თქვა ხაჭაპურიძემ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საქმეზე მომდევნო სხდომა 9 იანვარსაა ჩანიშნული.

ნახეთ მეტი
Back to top button