წლიური ინფლაცია 9.8%-ია – ნახეთ, რომელი პროდუქტები რამდენით გაძვირდა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.8 პროცენტი შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.3%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- ბოსტნეული და ბაღჩეული – 27.4 პროცენტი
- პური და პურპროდუქტები – 22.1 პროცენტი
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 21.4 პროცენტი
- ყავა, ჩაი და კაკაო – 18.4 პროცენტი
- რძე, ყველი და კვერცხი – 17.5 პროცენტი
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 14.1 პროცენტი
- თევზეული – 13.4 პროცენტი
- ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.7 პროცენტი
- ზეთი და ცხიმი – 6.8 პროცენტი
- ხილი და ყურძენი – 6.4 პროცენტი
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.8 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
- ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე – 37.4 პროცენტი
- საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – 10.9 პროცენტი
- ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 5.1 პროცენტი.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5%-ით. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე 11.6 პროცენტი და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 5.2 პროცენტი.
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.3 პროცენტიანი მატება. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების – 10.8 პროცენტი, ისე თამბაქოს ნაწარმის – 7.6 პროცენტი – ქვეჯგუფებზე.