მთავარიპოლიტიკა

ჰუმანიტარული კრიზისი არცახში დღითი დღე მძიმდება  – საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია:

„სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორების და მთელი პროგრესული კაცობრიობის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აზერბაიჯანი სამ კვირაზე მეტია ალყაში ამყოფებს მთიან ყარაბაღს, უხეშად არღვევს 2020 წ. 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციით განსაზღვრულ პუნქტებს და ბლოკავს ცხოვრების გზას, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან და გარე სამყაროსთან.  უკვე 23-ე დღეა, რაც აზერბაიჯანმა მთელი მსოფლიოს თვალწინ  მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის დეპორტაცია მოახდინა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკას განაგრძობს.

ჰუმანიტარული კრიზისი მთიან ყარაბაღში დღითიდღე უარესდება. სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება აუცილებელი საქონლის, საკვებისა და მედიკამენტების ნაკლებობა. არასრულფასოვანი კვების საფრთხე საგრძნობი ხდება. აზერბაიჯანული ბლოკადის სხვადასხვა მხარეს მყოფი ასობით ოჯახი რჩება ურთიერთს დაშორებული. 120 000 ადამიანი დე ფაქტო მძევლდაა.

აზერბაიჯანული მხარის პრეტენზია, რომ ლაჩინის დერეფანი რეალურად ღიაა, სრულიად უსაფუძვლოა, რასაც მოწმობს თუნდაც ის, რომ მხოლოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანქანებს აქვთ უფლება შეზღუდული რაოდენობის პაციენტების სომხეთის რესპუბლიკაში გადაყვანა  სიცოცხლისათვის საშიში სიტუაციის შემთხვევაში.

არსებულ ვითარებაში ხაზს ვუსვამთ 2022 წ. 20 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს გადაუდებელი სხდომის გამართვას, რომელიც სომხური მხარის მოთხოვნის საპასუხოდ იყო მოწვეული, განიხილებოდა ლაჩინის დერეფნის დახურვა და მისი ჰუმანიტარული შედეგები მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ უშიშროების საბჭოს წევრების აბსოლუტური უმრავლესობის საჯაროდ გამოხატულ და მკაფიო მოწოდებას აზერბაიჯანის მიერ დერეფნის ბლოკადის მოხსნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მთიან ყარაბაღში წვდომის უზრუნველყოფის შესახებ. ჩვენ ასევე მივესალმებით საფრანგეთის ძალისხმევას მინისტრთა საბჭოს ზემოაღნიშნული სესიის შემდგომ ათდღიან პერიოდში მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის პრეს-განცხადების მიღეის მიმართულებით.

სომხეთი გააგრძელებს მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმას ყველა შესაძლო ფორმატში, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს და საერთაშორისო და რეგიონალური სტრუქტურების ფარგლებში, რათა უზრუნველყოს გადამწყვეტი პასუხი და ქმედებები, რომლებიც გამომდინარეობს ამ სტრუქტურების მანდატიდან და ფუნქციებიდან. ჩვენ ასევე საჭიროდ მივიჩნევთ საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნას მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში ადგილზე ჰუმანიტარული სიტუაციის შესაფასებლად, ასევე გაეროს შესაბამისი ორგანოებისთვის მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული წვდომის მიღწევას.

აზერბაიჯანი ვალდებულია დაუყოვნებლივ გახსნას ლაჩინის დერეფანი 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანი უზრუნველყოფს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების გადაადგილების უსაფრთხოებას ლაჩინის დერეფნის გავლით. ხოლო ლაჩინის დერეფანი მდებარეობს მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლის ქვეშ.

ვინაიდან აზერბაიჯანის უკანონო ქმედებების შედეგად დაირღვა სამმხრივი დეკლარაციის დებულებები, ჩვენ ასევე ველით, რომ რუსეთი მკაფიო ძალისხმევას მიმართავს ამ უხეში დარღვევის აღმოსაფხვრელად ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“.

ნახეთ მეტი
Back to top button