მთავარისაზოგადოება

არცახის ადამიანის უფლებათა დამცველი ლაჩინის ირგვლივ შექმნილ ვითარებაში ერთადერთ რეალისტურ ნაბიჯად აფასებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებას

აზერბაიჯანი აბსოლუტურად დაუსჯელად მოქმედებს ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით, უგულებელყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს და სტატუსს. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა არცახის უფლებადამცველმა გეღამ სტეფანიანმა. https://armenpress.am/arm/news/1101068.html? „ამ სიტუაციაში ერთადერთი რეალისტური ნაბიჯი არის აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების გამოყენება. საერთაშორისო აქტორებმა უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მშიერი ადამიანების სიცოცხლე, თუ ეკონომიკური ან სხვა ინტერესები“, – წერს სტეფანიანი.

აზერბაიჯანი 2022 წლის 12 დეკემბრიდან დღემდე, ცრუ გარემოსდაცვითი მიზეზების გამო, არცახის მსოფლიოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზატკეცილის, ლაჩინის დერეფნის დაკეტვას განაგრძობს.

ნახეთ მეტი
Back to top button