პოლიტიკა

ერდოღანის სპიკერმა განაცხადა, რომ ირანის „პროსომხური განცხადებები“ ანკარასა და ბაქოს აშფოთებს

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა და მთავარმა მრჩეველმა იბრაჰიმ კალინმა თურქულ NTV არხთან ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ირანში მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელია. https://factor.am/597054.html?f

კალინმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ვიზიტი თურქეთში გადაიდო, ვიზიტის თარიღი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ეს შესაძლოა უახლოეს კვირეებში მოხდეს. „დროდადრო ირანის პროსომხური განცხადებები გვაწუხებს ჩვენ, ისევე როგორც აზერბაიჯანულ მხარეს“, – განაცხადა კალინმა. თურქმა ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი და საქართველო „უნდა იმოქმედონ ერთმანეთთან ჰარმონიაში და ერთმანეთის მიმართ ღია და მკაფიო უნდა იყვნენ“.

ნახეთ მეტი
Back to top button