პოლიტიკა

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზურაბიშვილის შეწყალების საკითხის არათუ გადაწყვეტის, არამედ განხილვის საშუალებაც არა აქვს – ფეიგინი

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა.

ფეიგინის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის კომენტარის მოსმენის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლია.

„ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის კომენტარი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას ამ საკითხის არათუ გადაწყვეტის, არამედ განხილვის საშუალებაც კი არა აქვს. მე მქონდა შეგრძნება, რომ ის ცდილობს პასუხისმგებლობა მოიხსნას. ის ამბობს, რომ პარტიებს შორის დაპირისპირებაა, რაც ცოტა უცნაურია. რა მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებენ პარტიები? არსებობს ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ამის დადგენა მარტივია, მაგრამ შთაბეჭდილება იქმნება, რომ სალომე ზურაბიშვილს ამ საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლია”, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button