კულტურამთავარი

დღეს მსოფლიოში აღიარებული კინომწერლის, კინორეჟისორის, სცენარისტის, მხატვრის სერგეი ფარაჯანოვის დაბადების დღეა (ფოტო)

სერგეი  ფარაჯანოვის დაბადებიდან 99-ე წლის აღსანიშნავად  სომხეთისა და საქართველოს საზოგადოება თითქოს ერთმანეთს ეჯიბრება.

დღეს ერევანში   სერგეი ფარაჯანოვის მუზეუმის თანამშრომლები, მისი ხელოვნების თაყვანისმცემლები, კომიტასის პანთეონს ეწვევნენ,  პატივი მიაგეს  მაესტროს ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მისი საფლავი. შემდეგ მუზეუმში შეიკრიბნენ მეგობრები, ნათესავები, მისი ხელოვნების მოყვარულები და ფარაჯანოვის მუზეუმისა და მუზეუმის სტუმრები, ნაჩვენები იქნა  დოკუმენტური ფილმი „ვინ იყო 66 წლის ფარაჯანოვი“

2022 წელი  მნიშვნელოვანი და აქტიური მოღვაწეობის პერიოდი იყო ს. ფარაჯანოვის მუზეუმისთვის. წლის განმავლობაში მუზეუმმა მოაწყო არაერთი ღონისძიება, გააფართოვა საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლობა, მოაწყო დროებითი გამოფენები საზღვარგარეთ, მუზეუმში და მუზეუმის გარეთ. ყველაზე  მნიშვნელოვანი კი რა თქმა უნდა იყო ის, რომ მუზეუმმა აამოქმედა  თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი ვებგვერდი, რომელიც ხელმისაწვდომია აქ: https://www.parajanovmuseum.am/

ფარაჯანოვის მუზეუმის შენობა ერევანში

სერგეი  ფარაჯანოვის მუზეუმი წელსაც  არაერთ ღონისძიებას გეგმავს, მათ შორის, სომხეთის ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, მოაწყობს გამოფენას “კინოტაძარი” და აჩვენებს ნაწყვეტებს ფილმიდან “ბროწეულის ფერი”. დამთვალიერებლებს წარუდგენენ თეატრალურ წარმოდგენას სახელწოდებით “რეალური, არარეალური ფარაჯანოვი”. დაგეგმილია ფილმების  ჩვენება-დისკუსია, ნაჩვენები იქნება მსოფლიო კინემატოგრაფიის შედევრები. მუზეუმი ერევნის სახელმწიფო პანტომიმის თეატრთან ერთად განახორციელებს თეატრალურ პროექტებს, რომლებიც ს. ფარაჯანოვის ნამუშევრები იქნება გამოყენებული, ჩატარდება ლექციების სერია, შემუშავდება და გამოიცემა ფარაჯანოვის საუკეთესო ფილმების სამენოვანი საინფორმაციო ბუკლეტი, შეიქმნება საფონდო ნამუშევრების ელექტრონული ვარიანტი და გამოიცემა ფარაჯანოვის აფორიზმების წიგნი.

მუზეუმის ექსპონატები

საქართველოში ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი  ღონისძიებების  რიცხვში არ შეიძლება არ  აღინიშნოს ფარაჯანოვის ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნი „ნაცნობი და უცნობი ფარაჯანოვი“.  წიგნის ავტორია ხოსე მაჯინერე (გია ალავიძე) და წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა  დღეს ამ ღირშესანიშნავ  თარიღთან დაკავშირებით.   გია  ალავიძეს  ეკუთვნის ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი დოკუმენტური  ფილმების რიგი, სადაც  ფარაჯანოვის თანამედროვენი ელდარ შენგელაია, რობიკო სტურუა, ლანა ღოღობერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, გია ყანჩელი, გიორგი შენგელაია, ზურა ყიფშიძე, ლელა ალიბეგაშვილი, გივი შაჰნაზარი  და სხვები იხსენებენ  ეპიზოდებს მისი ცხოვრებიდან.

წიგნის გარეკანი

გარდა ამისა,   12 იანვარს, 18:00 საათზე, „ქართველ სომეხთა კავშირი“ სერგო ფარაჯანოვის 99 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ტრადიციულ საკონკურსო გამოფენას გამართავს. ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამო გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის, საქართველოში სომხეთის საელჩოს და სერგო ფარაჯანოვის სახელობის, ასევე თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით.
საღამოზე კონკურსის მონაწილეთა გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია შედგება.

თბილისში, სომეხი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სერგო ფარაჯანოვის სიმბოლური საფლავი

https://www.parajanovmuseum.am/



ნახეთ მეტი
Back to top button