პოლიტიკა

ევროპარლამენტარების თქმით, ბრიუსელმა მეტი უნდა ქნას არცახის ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად

არცახის ბლოკადა არის “უკანონო, სასტიკი და ეწინააღმდეგება ბაქოს განცხადებებს, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის”. ამის შესახებ POLITICO-ს ევროპარლამენტის წევრმა და ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ფრანგმა დეპუტატმა ნატალი ლუაზეომ განუცხადა.

ამის შესახებ წერს news.am-ი (https://news.am/arm/news/738467.html)

„ახლა ჰუმანიტარული კატასტროფა ახლოვდება, რას აკეთებენ რუსი სამშვიდობოები ლაჩინის დერეფანში? -არაფერს,  – თქვა ლუაზეომ, – საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთი მშვიდობისმყოფელი არ არის, მან გაახანგრძლივა კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში და აღარ არის სანდო მოთამაშე. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანიდან ენერგიის მთავარი მყიდველია. „ეს ხდის ჩვენს ხმას მნიშვნელოვანს. ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ უნივერსალური ღირებულებების დაცვის გზიდან. თუ ჩვენ არ გავაკეთებთ ამას, ვინ გააკეთებს“?

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა „მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფიდან“  უფრო შორს წავიდა და  POLITICO-სტან საუბარში თქვა, რომ: „ჩვენ შეგვეძლო უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოლაპარაკებების პროცესში.

იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანასთან გვაქვს ეკონომიკური და სხვა ურთიერთობები, არის საშუალებები, რომლითაც შეგვიძლია მათი დარწმუნება, მაგრამ არ ვიყენებთ. მან დასძინა, რომ ევროპარლამენტში არის საერთო გაგება, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. მაგრამ ჩვენ ცოტათი დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ რას გადაწყვეტენ ევროკომისია და ევროსაბჭო“.

გრეგოროვას თქმით, გასულ ზაფხულს ბრიუსელსა და ბაქოს შორის გაფორმებულმა შეთანხმებამ, რომ გაზარდოს ბუნებრივი აირის იმპორტი რუსეთის მიწოდებებზე დამოკიდებულების შემცირების ფონზე, შეაფერხა ევროკავშირის ზეწოლა. „აზერბაიჯანიდან მიღებულ გაზთან დაკავშირებით ურთიერთმხარდაჭერის მემორანდუმის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ის გავლენას ახდენს და რეაქციაც გაცილებით სუსტი და ნელია“.

ნახეთ მეტი
Back to top button