პოლიტიკა

ერდოღანი კიდევ ერთხელ ადასტურებს თურქეთის მონაწილეობას აზერბაიჯანის აგრესიაში არცახის წინააღმდეგ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ მონაწილეობა მიიღო არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაში 2020 წელს.

„ყარაბაღში ძმები გვყავს, მათ დასახმარებლად მივედით. ანალოგიურად, ჩვენ ვიყავით ლიბიაში. სადაც ჩვენი ძმები არიან, იქ არის თურქეთი“, – განაცხადა ერდოღანმა 4 იანვარს სტამბოლში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის შეხვედრაზე გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად არცახში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ბაქომ და ანკარამ უარყვეს თურქეთის მონაწილეობა ომში, მიუხედავად მრავალი ჩვენებისა.

ნახეთ მეტი
Back to top button