პოლიტიკა

თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი საჰაერო ტვირთების გადაზიდვის აკრძალვა გააუქმა – ვაჰან ჰუნანიანი

თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი საჰაერო ტვირთების გადაზიდვის აკრძალვა გააუქმა. ამის შესახებ “არმენპრესის” (https://armenpress.am/arm/news/1101178.html) კითხვის საპასუხოდ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა განაცხადა.

„ნამდვილად, თურქულმა მხარემ დღეს გვაცნობა, რომ პირდაპირი საჰაერო ტვირთების გადაზიდვაზე აკრძალვა მოიხსნა. შეგახსენებთ, რომ სომხეთ-თურქეთის პირდაპირი საჰაერო ტვირთების გადაზიდვის შეთანხმება მიღწეული იქნა   2022 წლის 1 ივლისს სპეციალური წარმომადგენლების სხდომაზე.  ჩვენ ველით, რომ მეორე შეთანხმებაც,  რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას აძლევს, ასევე უმოკლეს ვადაში განხორციელდება“, – აღნიშნა პრესსპიკერმა.

6 იანვარს არაერთ თურქულ მედიაში გამოქვეყნდა პუბლიკაციები, სადაც აღნიშნული იყო, რომ თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი საჰაერო ტვირთების გადაზიდაზე აკრძალვა მოხსნა.

ნახეთ მეტი
Back to top button