საერთაშორისო

ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედება შესაფერ პასუხს მიიღებს:  ირანელმა გენერალმა გააფრთხილა აზერბაიჯანი

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) გენერალმა ალირზა ტანჰოიმ გააფრთხილა აზერბაიჯანი, რომ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედება შესაფერ პასუხს მიიღებს. როგორც ISNA-ზე დაყრდნობით იუწყება „არმენპრესი“ (https://armenpress.am/arm/news/1101106.html ) მან ეს გენერალ ყასემ სოლეიმანის გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.  

„აზერბაიჯანის რესპუბლიკამ არ უნდა გაიმეოროს უკრაინისა და სადამის (1979-2003 წლებში ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი-რედ.) შეცდომები და იცოდეს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა, როგორც ძლიერი ქვეყანა რეგიონში, არასოდეს დაუშვებს იმას, რომ მის  საზღვრებს საფრთხე დაემუქროს”.

ტანჰოიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს ირანის და მისი მეზობელი რეგიონების დაუცველობას, მოჰყვება ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გადამწყვეტი პასუხი.

ნახეთ მეტი
Back to top button