მთავარიპოლიტიკა

ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა მწვავდება:  რა შედეგები მოჰყვება ამას სომხეთისთვის?

ირანის მიმართ აზერბაიჯანისა და ილჰამ ალიევის აგრესიული, ექსპანსიონისტური პოლიტიკის უკან თურქეთი და ისრაელი დგანან. ეს მოსაზრება Sputnik სომხეთთან საუბარში ირანოლოგმა გარიკ მისაკიანმა გამოთქვა, რომელიც ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მზარდ დაძაბულობას ეხმაურება.

„ზანგეზურის დერეფნის შესახებ მუდმივი საუბრები და პრეტენზიები, ასევე აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებები ირანში შიდა დაძაბულობის პირობებში, მასმედიაში გავრცელებული პუბლიკაციები ამ დაძაბულობის ერთი ნაწილიაა“, – აღნიშნა ექსპერტმა.

გარკვეული წარმატებებით წახალისებული ბაქო, ირანელი ექსპერტის აზრით, უკვე ღიად გამოხატავს ექსპანსიონისტურ ამბიციებს ირანის ტერიტორიის მიმართაც კი.

მისიაკიანის თქმით, ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი ამ ქვეყანაში ისრაელის ყოფნაა, რომელიც განსაკუთრებით 44-დღიანი ომის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

„თუ ადრე არცახის ბოლო ომის შემდეგ, სამხედრო-უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროში გამოიხატებოდა ეს ყოფნა,  ჭკვიანი სოფლების აშენების ან სხვა საბაბით, ახლა  ისრაელის ყოფნა შეინიშნება  ოკუპირებულ არცახში და ვნახეთ ისრაელის ელჩის ვიზიტიც რამდენჯერმე“, – განაცხადა მისაკიანმა.

და მაინც, ირანელი ექსპერტის თქმით, ირანში მათ კონკურენტ სახელმწიფოდ თვლიან არა აზერბაიჯანს, არამედ თურქეთსა და ისრაელს და ყველა პოლიტიკურ შეფასებაში ღიად აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ანტიირანული პოლიტიკის უკან არა მხოლოდ თურქეთი და ისრაელი დგანან, არამედ ისინი ამ გზაზე უბიძგებენ აზერბაიჯანსაც.

რაც შეეხება თურქეთ-ირანის ურთიერთობებს, მისაკიანის შეფასებით, ეს სახელმწიფოები აგრძელებენ ერთი შეხედვით მეზობლური და მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას, როგორც ადრე. მისი თქმით, თურქეთთან ურთიერთობა ირანში ტრადიციულად განისაზღვრება, როგორც „დიდი მეგობრების ურთიერთობა“. ორივე ქვეყანა აცნობიერებს, რომ ირანი და თურქეთი თანაბარი სახელმწიფოებია როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ამიტომ სამხედრო კონფლიქტში შესვლა ორივესთვის არ არის მომგებიანი. ურთიერთობები გარკვევა ძირითადად დისტანციურად, ერთმანეთის გავლენის ზონაში მყოფი სახელმწიფოების ტერიტორიებზე: სირიაში, ერაყში, აზერბაიჯანშიც კი.

„ეს კონფლიქტი ყოველთვის უკანა პლანზეა, მაგრამ ორივე ქვეყანა არ დაუშვებს ამ კონფლიქტის პოლიტიკურ ასპარეზზე გადასვლას. თურქეთი და ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდებიან და მოლაპარაკებას გამართავენ. აზერბაიჯანიდან კი ირანი სასურველ შედეგს ზეწოლით მიიღებს. თუ ბოლო რამდენიმე თვემდე ირანი ცდილობდა აზერბაიჯანზე ზეწოლას მოლაპარაკებებითა თუ გარკვეული განცხადებებით მოეხდინა, დღეს ირანის ამ პოლიტიკამ აქტუალობა დაკარგა. ირანში გაძლიერდა ნაციონალისტური ფრთა, რომელიც ეწინააღმდეგება აზერბაიჯანტან ურთიერთობას. და თუ ვიმსჯელებთ ირანის სურვილს –  გააუმჯობესოს ურთიერთობები სომხეთთან, სომხეთი აირჩიეს ირანის სასურველ მოკავშირედ კავკასიაში“, – განაცხადა მისაკიანმა.

გარდა ამისა, ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, ირანი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ღიად დაუპირისპირდა ბაქოს მიერ გაჟღერებულ „ზანგეზურის დერეფნის“ იდეას, შესაბამისად, სომხეთს შეუძლია გამოიყენოს იგი ამ და სხვა საკითხებში ირანის ინტერესების გასაძლიერებლად.

გარიკ მისაკიანი არ გამორიცხავს, ​​რომ ირანი აზერბაიჯანის ნოთოკვას სომხეთთან დაახლოებით შეეცდება. და რომ ირანი აპირებს სომხეთთან ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში, ირანულმა მხარემ ღიად არაერთხელ განაცხადა.

მისიაკიანის შეფასებით, რეგიონში შექმნილ ვითარებაში სომხეთი შეიძლება გახდეს ირანის დამაკავშირებელი რგოლი რუსეთთან, არა მხოლოდ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, არამედ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროში ყოფნის უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, ევრაზიის ქვეყნებში ისრაელის ელჩების ოფიციალური შეხვედრა 16-18 იანვარს ბაქოშია დაგეგმილი. ირანში ეს შეკრება მორიგ ანტიირანულ ნაბიჯად აღიქმება.

ნახეთ მეტი
Back to top button