პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის – ლაჰანი

,,მთავარი არხი” წერს, რომ ამერიკელი ექსპერტი, ნევროლოგი ემანუელ ლაჰანი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის დაავადებები, სასჯელის მოხდისთვის ხელისშემშლელია. ამ თემაზე მან ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვას სასამართლო პროცესზე უპასუხა, სადაც ის მოწმის სახით იკითხება. 

სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე მსჯელობს. 

სხდომაზე ლაჰანმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს კრუნჩვები, დემენცია, მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას.

“დიახ, მე მივიჩნევ, როგორც ნევროლოპათოლოგი, რომ მისი სერიოზული დაავადებები არის ხელისშემშლელი ფაქტორი მისთვის სასჯელის მოხდისთვის”, – თქვა ლაჰანმა. 

ნახეთ მეტი
Back to top button