მთავარიპოლიტიკა

რაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ლაჩინის საკითხზე და სად?  ექსპერტები ხედავენ მოლაპარაკებების დღის წესრიგის უფრო ღიად წარმოჩენის აუცილებლობას

ლაჩინის დერეფნის ბლოკადიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ სულ უფრო ირკვევა პოლიტიკური მოთხოვნა, რომ პრაქტიკული ნაბიჯებია საჭირო შექმნილი „ჩიხური“ სიტუაციის მოსაგვარებლად. უფრო მოთხოვნადი ხდება სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარების აუცილებლობაც. მიუხედავად იმისა, რომ სამმხრივ შეხვედრებზე იყო დისკუსია მექანიზმების შესახებ, ბაქოს შემაკავებელი განცხადებების ფონზე  ისინი არ დასრულებულა. სომხურ ექსპერტულ წრეებსაც მიაჩნიათ, რომ საჭიროა ლაჩინის მოლაპარაკებების დღის წესრიგისა და შინაარსის უფრო ღიად წარმოჩენა.

ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს როგორც აშშ-ის საელჩომ სომხეთში, ასევე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ.

ვაშინგტონის ოფიციალური შეფასებით, ლაჩინის დერეფნის ბლოკირება აფერხებს სამშვიდობო პროცესს და ძირს უთხრის საერთაშორისო ნდობას. შეერთებული შტატები კვლავ „შეშფოთებულია ლაჩინის დერეფანში მიმოსვლის შეფერხებით და სიტუაციის ჰუმანიტარული შედეგებით“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული სამშვიდობო კონტინგენტი აგრძელებს დავალებების შესრულებას მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. რუსი სამშვიდობოების სარდლობა აგრძელებს მოლაპარაკების პროცესს აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებთან სტეფანაკერტი-გორისის გზაზე საავტომობილო ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის აღდგენის თაობაზე. სწორედ აქ ჩნდება მოლაპარაკებების მთავარი პრობლემა. პოლიტოლოგი ედვარდ ანტონიანი ეხება არცახის სახელმწიფო მინისტრის რუბენ ვარდანიანის მტკიცებას, რომ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„ის ამბობს, რომ მაღაროებთან დაკავშირებით აზერბაიჯანმა პირობა დადო  მათ წერილს ვუპასუხებთო  და ჯერჯერობით პასუხი არ არის. ანუ თვეების განმავლობაში რომ არ არის პასუხი, რას ველოდებით? პარალელურად, მოსკოვიდან ვიღებთ გამოხმაურებას, რომ რუსი სამშვიდობოები აწარმოებენ მოლაპარაკებებს სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებთან გზის გასახსნელად. ანუ რა ხდება, ვისთან აწარმოებენ მოლაპარაკებას? რატომ არ იციან არცახელებმა“.

მთელი პრობლემა, პოლიტოლოგის აზრით, არის აზრთა სხვაობა  ორ სომხურ მხარეს შორის. საუბარია რუსი სამშვიდობოების მოვალეობის შესრულების საკითხის  რეგულარულად განხილვაზე. არსებითად, არცახში ეს ცნობები აღიქმება, როგორც განცხადებები, რომლებიც მიმართულია რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ, სტეფანაკერტში კი ელიან ქმედებებს და წინადადებას რუსი სამშვიდობოებისათვის  საერთაშორისო მანდატის მინიჭების შესახებ.

აქ სულ უფრო პოპულარული ხდება პირდაპირი დიალოგი სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის, რომლის მცდელობები თავად აზერბაიჯანმა ჩაშალა. აშშ-ში საერთაშორისო საზოგადოება ცდილობდა ამ გზის გასაღების მიცემას, იხსენებს სომხეთის სპეციალური დავალებების მქონე ელჩი ედმონ მარუკიანი.

„იდეალური და მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ უკვე განხილული საერთაშორისო მექანიზმის შექმნა, რომელიც მოგვცემს სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის დიალოგის შესაძლებლობას. ეს პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა, ანუ უნდათ, რომ რაღაც საკითხები განიხილონ მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებასთან:  კარგი, ვთქვათ პრობლემა არ არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა ლაპარაკი მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებასთან. ვაშინგტონში აზერბაიჯანმა თანხმობა განაცხადა, შემდეგ ჰიქმეთ ჰაჯიევმა უარი თქვა, მაგრამ სომხურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებობდა ასეთი შეთანხმება, რომ შეიქმნას საერთაშორისო მექანიზმი მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის სასაუბროდ, დისკუსიების გასამართად და საკითხების დასაყენებლად”.

დღევანდელ დღის წესრიგში კიდევ ერთი საკითხია, ვინ უნდა ესაუბროს ოფიციალური სტეფანაკერტის სახელით  ბაქოს. 2022 წლის ბოლოს აზერბაიჯანმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია არცახის სახელმწიფო მინისტრის რუბენ ვარდანიანის მიმართ და მოსთხოვა არცახის ტერიტორიის დატოვება. იმისთვის, რომ მხარეებმა კომუნიკაცია დაიწყონ, ანალიტიკოსი თათულ ჰაკობიანი სხვა გამოსავალს გვთავაზობს. არცახის არჩეულმა პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და პირდაპირი მოლაპარაკებებიდაიწყოს რუსეთთან და აზერბაიჯანთან.

„თუ არცახის ჩვენი ხელისუფლება არ აწარმოებს მოლაპარაკებას პრეზიდენტის არაიკ ჰარუთიუნიანისნ ხელმძღვანელობით, შედეგი ძალიან საშიში იქნება. სომხეთი მარტო ილაპარაკებს, იძულების ფურცლებს ისევ სომხეთს დაუდებენ წინ. სომხეთს შეიძლება ისევ მოუწიოს მტკივნეულ დათმობებზე  წასვლა და ჩვენ აღმოვჩნდებით ექსტრემალურ მდგომარეობაში, ხოლო არცახის ჩვენს სომხურ ხელისუფლებას  პასუხისმგებლობა არ აკისრია. ეს, ვფიქრობ, არ არის სამართლიანი. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს მოლაპარაკებებში შესვლისა და პასუხისმგებლობის აღების“.

ნახეთ მეტი
Back to top button