სოციალური სექტორის რა ცვლილებები შევიდა ძალაში 2023 წელს?

სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ რამდენიმე დარგობრივ ცვლილებაზე ისაუბრა, რომლებიც წელს ამოქმედდება.
მათ ქვემოთ წარმოგიდგენთ.
• 1 იანვრიდან სომხეთის რესპუბლიკაში მინიმალური თვიური ანაზღაურება 68000-დან (დაახლოებით 170 აშშ დოლარი) 75000-მდე (დაახლოებით 188 აშშ დოლარი) გაიზარდა.
• 1-ლი იანვრიდან ბავშვზე მოვლის შვებულებაში მყოფი სოფლის მაცხოვრებელი მშობლების გარდა, 2 წლამდე ბავშვის მოვლის შემწეობას მიიღებენ არამომუშავე ქალაქში მცხოვრები დედებიც. ინდივიდუალური მეწარმეები ან სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებით დასაქმებულები ასევე მიიღებენ მოვლის შემწეობას, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.
• 1 იანვრიდან შშმ პირებს შეუძლიათ განაცხადონ სამუშაო ადგილებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში გონივრული შეტავსების უფლების რეალიზებისთვის.
• შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინვალიდობის შეფასების სისტემას გარდაქმნის და 1 თებერვლიდან პირის ფუნქციონალურობის შეფასების სისტემას განახორციელებს.
• 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება ოჯახის სოციალური (დაუცველობის) შეფასების ახალი სისტემა. შესაბამისად, გადაიხედება შეფასების მახასიათებლები, დაზუსტდება ოჯახების ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით შეღავათების მინიჭებისა და გადახდის პროცედურები და დაინერგება სიღარიბის ეტაპობრივად დაძლევის მოდელები.