მთავარიპოლიტიკა

შექმნილ ვითარებაში სომხეთი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს თავის ტერიტორიაზე ОДКБ-ს სამხედრო წვრთნების ჩატარებას

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დღევანდელი, 10 იანვრის პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით, 2023 წელს ერევანი მიზანშეუწონლად მიიჩნევს ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია] წვრთნების ჩატარებას სომხეთის ტერიტორიაზე, რის შესახებაც, მისივე თქმით, უკვე აცნობა ორგანიზაციის წევრებს.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა.

დამატებითი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, ფაშინიანს არ გაუკეთებია

იქამდე, როგორც გამოცემა meduza წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთის ტერიტორიაზე 2023 წელს ОДКБ-ს სამშვიდობო კონტინგენტების ერთობლივი წვრთნები გაიმართებოდა.

სომხეთში ОДКБ-ს წევრობის შენარჩუნების საკითხი პოლიტიკური დისკურსის მთავარ თემად რჩება.

ნახეთ მეტი
Back to top button