
არცახში საკვები პროდუქტების მაქსიმალურად ტანაბრად განაწილების მიზნით სატალონო სისტემა დაინერგება. ეს წინადადება დღეს ოპერატიულ შტაბში განიხილეს. თავდაპირველად ტალონური სისტემის გამოყენება პირველადი მნიშვნელობის რამდენიმე სახეობის პროდუქტზე იგეგმება. ახლა მიმდინარეობს სისტემაზე გადასვლისთვის აუცილებელი ტექნიკური და საორგანიზაციო სამუშაოები. ბლოკადის 29-ე დღეს არცახში გარკვეულწინად შეიზღუდება საგანმანათლებლო საქმიანობა.
კონკრეტულ დასახლებებთან დაკავშირებული ლოკალური პრობლემები, ზოგადი პრობლემები, რომლებიც საჭიროებს სისტემურ გადაწყვეტას. ბლოკადის 29-ე დღეს, არცახის ოპერატიული შტაბის სხდომაზე, ხაზგასმული იქნა საკითხების ეს სამი ჯგუფი:
„ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა სატალონო სისტემის დანერგვაზე, რაც ხელმისაწვდომი საკვები პროდუქტების მაქსიმალურად თანაბრად განაწილების შესაძლებლობას იძლევა. აღინიშნა, რომ სისტემის დანერგვის მექანიზმები უკვე შემუშავებულია. თავდაპირველად დაგეგმილია მისი გამოყენება პირველადი მნიშვნელობის რამდენიმე სახეობის პროდუქტზე. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური და საორგანიზაციო სამუშაოები, რათა უახლოეს დღეებში მოხდეს ტალონურ სისტემაზე გადასვლა “.
აზერბაიჯანმა 29 დღეა, რაც ცრუ გარემოსდაცვითი საბაბით გადაკეტა ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს არხახს სომხეთთან და მსოფლიოსთან. აზერბაიჯანელებმა ის მაშინაც არ გახსნეს, როცა ბლოკადის მე-18 დღეს „ბეის მეტალსმა“, რომელიც კაშინის მაღაროს ოპერირებას ახდენს, მუშაობა შეწყვიტა. არცახის მთავრობამ კომპანიის მენეჯმენტთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება შახტის ექსპლუატაციის დროებით შეწყვეტისა და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მოწვევის შესახებ.
მაგრამ გზა არ იხსნება, მეტიც, ჰუმანიტარული მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ვიტრინები უკვე ნახევრად ცარიელი კი არა, სრულიად ცარიელია.
„არის რაღაცეები, რასაც ვუკვეთავთ, მაგრამ ამბობენ, რომ არ გვაქვს. წიწიბურა არ გვაქვს, ძეხვეული არ ჩამოდის, შაქარი საერთოდ არ არის. რაც გვაქვს, საწყობებიდან ცოტ-ცოტა მოაქვთ, რომ ყველამ თითო კილოგრამი მიიღოს“.
შექმნილ ვითარებაში არცახის სკოლამდელი დაწესებულებების, საჯარო სკოლების სკოლამდელი ჯგუფებისა და გახანგრძლივებული ჯგუფების მუშაობა საკვებით არასაკმარისი მიწოდების გამო დროებით შეჩერდება. საჯარო სკოლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. არცახის რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჰასმიკ მინასიანმა არცახის საზოგადოებრივი ტელევიზიის ჩვენს კოლეგებთან საუბრისას კითხვაზე, რატომ არ მოხდა ზოგიერთი პროდუქტის შესყიდვა, უპასუხა:
„სასურსათო წინასწარი შენახვა არ ხდება, ეს დაკავშირებულია გარკვეული რაოდენობის საკვების ადრე გაფუჭებასთან, ასევე საწყობების არქონასთან. საკვების შეძენა ხდება წინასწარ შეთანხმებული პერიოდის მიხედვით. რომ აღარაფერი ვთქვათ პურსა და რძის პროდუქტებზე“.
სომხეთიდან არცაში ყოველდღიურად 400 ტონა საქონელი იგზავნებოდა. სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის მხარდაჭერის ფონდის ინფორმაციით, შაქრის, ზეთისა და მაკარონის შეძენა შესაძლებელია სტეფანაკერტის და რეგიონების სასურსათო მაღაზიებში. ფონდი მოუწოდებს, არ ჩავარდნენ პანიკაში, გაგებით მიუდგნენ სიტუაციას, არ გააკეთოთ ზედმეტი შესყიდვები. ამ საკითხს სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანიც შეეხო.
„მიჭირს იმ ადამიანების გაგება, ვინც ათეულობით ლიტრ ზეთს ყიდულობს და სახლში ინახავს. ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ. ერთადერთი გზა არის ის, რაც გვაქვს და არა გვაქვს, ერთმანეთს გავუზიაროთ“.
საჯარო სერვისებისა და ეკონომიკური კონკურენციის მარეგულირებელი სახელმწიფო კომისია ბიზნეს სუბიექტებს აფრთხილებს, რომ სახელმწიფო რეზერვიდან მიღებულ ყველა პროდუქტზე 15%-მდე გადასახადი უნდა დაწესდეს. უფრო მაღალი სარეალიზაციო ფასის დამწესებელ მოვაჭრეებს საქონელის მიწოდება შეუწყდება.
არცახშიც წამოიჭრა ნაღდი ფულის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები. სახელმწიფო მინისტრმა გადაწყვიტა, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში გადადგას ნაბიჯები სიტუაციის მოსაგვარებლად. აქცენტი გაკეთდა მოსახლეობაში საინფორმაციო აქტივობების განხორციელებაზე, რათა ხალხმა არ მოახდინონ დიდი თანხის განაღდება და შენახვა.