მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი ვალდებულია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღადგინოს ლაჩინის დერეფნის რეჟიმი. სრ საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს

სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე კერნ დონფრიდთან.

https://armenpress.am/arm/news/1101381.html? როგორც “არმენპრესს” აცნობეს სრ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, არარატ მირზოიანმა თანამოსაუბრეს აუწყა, რომ 2022 წ. 12 დეკემბრიდან ჰუმანიტარული მდგომარეობა მთიან ყარაბაღში დღითიდღე უარესდება ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის გამო, რომელიც მთიანი ყარაბაღის სომხეთთან და გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი უხეშად არღვევს 2020 წ. 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებას.

„სომხურმა მხარემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარის სავარაუდო გარემოსდაცვითი დასაბუთებები და ბრალდებები ლაჩინის დერეფნის ბლოკირებასთან დაკავშირებით ცრუა. „მინისტრმა მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ვალდებულია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღადგინოს ლაჩინის დერეფნის რეჟიმი, რომელიც დადგენილია 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციით“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყაროს ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამოსაუბრეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში ბოლო განვითარებული მოვლენებიც გააცნო.

ნახეთ მეტი
Back to top button