საზოგადოება

დიდთოვლობა საქართველოში – აჭარაში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ უხვმა ნალექმა მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა. ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს, რის გამოც რამდენიმე შიდა სასოფლო გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო.

ამ დროისთვის გაწმენდილია ყველა ცენტრალური გზა და მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში მუშაობენ “ენერგო პრო ჯორჯიას” ბრიგადები.

თოვლმა ელექტროსადენები დააზიანა.რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს, ამ დროისთვის ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

ნახეთ მეტი
Back to top button