პოლიტიკა

თუ არ შევცვლით ჩვენს ურთიერთობებს რეგიონში, საფრთხეებს ვერ გავუმკლავდებით: სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ რეგიონში სომხეთის ურთიერთობების შეცვლის გარეშე საფრთხეების მართვა შეუძლებელია, თუმცა ფაქტია,  რომ მხოლოდ სომხეთის სურვილი საკმარისი არ არის.

“არმენპრესის” ცნობით, ასეთი პოზიცია ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე გამოთქვა, სადაც აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ ბოლო პერიოდში გამართულ სამხედრო წვრთნებსა და სომხეთის შეიარაღების შევსების საკითხებს შეეხო. https://armenpress.am/arm/news/11

პრემიერ-მინისტრს არ მიიჩნია სწორად  ჯარის შეიარაღებასა და შევსებასთან დაკავშირებული საკითხების საჯაროდ განხილვა. „ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები უსაფრთხოების სექტორში, ეს არის ფაქტი, რომლის უარყოფა შეუძლებელია. მაგრამ ის, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ პრობლემების გადასაჭრელად, აშკარაა მინიმუმ იმ რიცხვებიდან, რაც საჯაროდ ჩანს სახელმწიფო ბიუჯეტში, როგორც 2022 წლის შესრულებაში, ასევე 2023 წლის გეგმაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები ძალზე მნიშვნელოვანია, მშვიდობა ვერ ხერხდება საბრძოლო არმიის გარეშე, მაგრამ არმია საკმარისი არ არის მშვიდობისათვის.

„ვერავინ უარყოფს, რომ მშვიდობის დღის წესრიგი არის აუცილებლობა სომხეთისთვის და ზოგადად. არც ერთმა მოვლენამ არ უნდა გადაგვახვევინოს ამის აუცილებლობისა და ხედვისაგან.  წვრთნებს, სამხედრო ხასიათის პროვოკაციებს, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს? მათი მიზანია,  რომ მშვიდობის დღის წესრიგი გამოაცხადონ ყალბად, ამოიღონ იგი დღის წესრიგიდან. მაგრამ ის, რომ აზერბაიჯანი სომხეთის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს, აშკარაა. როდესაც ვსაუბრობთ მთიან ყარაბაღზე, აზერბაიჯანი აღიქვამს მას, როგორც ხელყოფას მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და იმის დასტურს,  რომ სომხეთი არ ცნობს და არ აპირებს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას. შემდეგ  აქედან ავითარებენ გამონათქვამს, რომ არ აღიარებენ სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას. აქედან მივდივართ განსხვავებულ დასკვნამდე, ჩვენ ვამბობთ, რომ აგრესიები სოტკ-ხოზნავარიდან დაწყებული და 13 სექტემბერს იძლევა იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ, რომ აზერბაიჯანი არასოდეს აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას. პირიქით, მან დაისახა მიზნად სომხეთს წაუყენოს  ახალი ტერიტორიული ამბიციები- განაცხადა ფაშინიანმა.

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ატარებს ოდესღაც სომხეთში მცხოვრები აზერბაიჯანელების აღწერას. „ჩვენც ვატარებთ აღწერას.  სომხეთი ატარებს იმ სომეხთა აღწერას, რომლებიც ლტოლვილები არიან  ბაქოდან, სუმგაითიდან, გეტაშენიდან და სხვა ადგილებიდან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

კითხვაზე, მტრები არიან თუ არა თურქები, მან თქვა, რომ არსებობს ისტორიული რეალობა, რომლის შეცვლაც უკვე აღარ  შეიძლება, სურვილის შემთხვევაშიც კი, მაგრამ მტრობის გრძნობა უნდა გაკონტროლდეს.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი თვლის, რომ მან მიაღწია სამხედრო წარმატებას და უნდა განავითაროს ის, რომ მაქსიმუმი მიიღოს.

„ჩვენ უნდა გავიგოთ, როგორ და რატომ შეიცვალა ურთიერთობები რუსეთსა და თურქეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, რას ნიშნავს ეს  სართოდ და ჩვენი ქვეყნისთვისაც,  მაგრამ, ზოგადად, ჩვენი სტრატეგიული მიდგომა ასეთი უნდა იყოს: ერთ კითხვას უნდა ვუპასუხოთ: როგორ ვიქნებით წარმოდგენილი ამ რეგიონში, ვიქნებით სახელმწიფო, თუ ვიქნებით ფორპოსტი, ვიქნებით  ისტორიული სიმართლისათვის მებრძოლი ადამიანები, თუ სახელმწიფო, რომელიც მაგალითს მისცემს სხვა სახელმწიფოებს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ და იმოღვაწეონ. ჩვენი არჩევანი ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ ეს არჩევანი თავისთვის უკვე გააკეთა“.

ნახეთ მეტი
Back to top button