მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა სომხეთის პოზიცია მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით

სომხეთი პრიორიტეტულად მიიჩნევს მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების უზრუნველყოფის საკითხს. სომხეთი მხარს დაუჭერს მთიანი ყარაბაღის ხალხის გადაწყვეტილებას მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით ყველა შესაძლო საშუალებით. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ კითხვას, როგორია ოფიციალური ერევნის პოზიცია მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით უპასუხა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.

https://armenpress.am/arm/news/1101337.html? „ჩვენ პრიორიტეტულად მიგვაჩნია მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების უზრუნველყოფის საკითხი და მნიშვნელოვანია, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა იყოს სუბიექტი, რომელიც ყველა ამ თემაზე ისაუბრებს. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და ჩვენ მათ ყველანაირი საშუალებით დავუჭერთ მხარს. დღეს ჩვენ ვუზრუნველყოფთ ჰუმანიტარულ და ფინანსურ საკითხებს, რითაც შეგვიძლია, მხარს დავუჭერთ. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა პრემიერმა.

ფაშინიანის თქმით, ერთ-ერთი პრობლემა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შემდგომ მოვლენებზე, არის ის, რომ სომხეთმა მოლაპარაკების პროცესიდან მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები გამორიცხა და მათ ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება.

„არა, ჩვენ მათ მაგივრად ვერ გადავწყვეტთ. ჩვენ უნდა დავკავდეთ სომხეთთან ურთიერთობის საკითხებით, მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები კი უნდა დაკავდნენ მთიანი ყარაბაღის საკითხით და ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button