მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების სჯერა

პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ ეთანხმება იმას, რომ მშვიდობის თხოვნით რეალური მშვიდობა მიიღწევა. პრემიერის თქმით, მშვიდობა უნდა დაიმსახურო. https://armenpress.am/arm/news/1101342.html? „მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ. არის საფრთხეები, არის შესაძლებლობები და ყველა მათგანს უნდა გავუმკლავდეთ. რაც შეეხება მშვიდობის თხოვნას, გეთანხმებით, რომ მათხოვრობით მშვიდობის მოპოვება არ შეიძლება. მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მშვიდობის მოპოვებით. არსებობს გამონათქვამი, რომ მშვიდობის ქონა შესაძლებელია მშვიდობის იძულებით. ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ  ესეც არ გამოდის. მშვიდობა უნდა დაიმსახურო, ეს აშკარაა. ცალსახად თანახმა ვარ, რომ მათხოვრობით არ შეიძლება მშვიდობის მიღწევა“, – განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია თვალსაზრისების გარკვეულწილად შეცვლით, სიტუაციებისა და რეალობის სწორად შეფასებით, მაქსიმალურად გათვლილი ნაბიჯების გადადგმით, სომხეთის როლის, ხილვადობისა და მნიშვნელობის გაზრდით, სომხეთის ინსტიტუციური დამკვიდრების უფრო მაღალი დონით და რა თქმა უნდა, რეგიონში ურთიერთობების შეცვლით.

„ჩვენ შეგვიძლია მშვიდობა გვქონდეს, თუ შევძლებთ ჩვენი ტოლერანტული ურთიერთობების დამყარებას თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ჩამოვაყალიბოთ გარკვეული შეთანხმებების ველი და განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და საქართველოსთან. ეს არის მშვიდობის ფორმულა, და საერთაშორისო თანამეგობრობის ის რესურსი, რომელიც ამ საკითხში დაგვეხმარება, უნდა იქნას გამოყენებული. მე მჯერა აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის ერთი მიზეზით, სანამ რაიმეს გააკეთებთ, ამის უნდა გჯეროდეს. თუ არ გვჯერა, რატომ ვმართავთ მოლაპარაკებებს, თავს ვიკატუნებთ? „თავის მოტყუების გულისთვის მოლაპარაკებას კარგისკენ არ მივყავართ“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button