პოლიტიკა

ფაშინიანმა პირობა დადო, რომ გამოიყენებს ყველა დიპლომატიურ საშუალებას აზერბაიჯანელი სამხედროების სომხეთის ტერიტორიიდან გასაყვანად

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 30 წელია იმყოფებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა და შეახსენა, რომ 1990-იანი წლების დასაწყისიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიის დაახლოებით 70 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, კერძოდ, ტავუშისა და არარატის რეგიონებში. https://armenpress.am/arm/news/1101336.html? „დიახ, ასევე ბოლო 1,5 წლის განმავლობაში, 2021 წლის მაისიდან, აზერბაიჯანმა სომხეთის ახალი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ჩვენი პოზიციაა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვონ ჩვენი ტერიტორიები. ჩვენ თანმიმდევრულად განვახორციელებთ ყველა დიპლომატიურ საშუალებას ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა, იტყობინება ,,არმენპრესი“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სომხური მხარე არ გახდეს ახალი პროვოკაციის მიზეზი, ამიტომ „ჩვენი ქმედებები ამ ლოგიკას ეფუძნება“.

ნახეთ მეტი
Back to top button