პოლიტიკა

ჩვენი ინსტრუმენტარიუმი დიპლომატიური უნდა იყოს –   პრემიერ-მინისტრი ლაჩინის დერეფნის პრობლემის მოგვარების საკითხზე

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ინსტრუმენტები უნდა იყოს დიპლომატიური, ანუ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ზეწოლა მოხდეს ლაჩინის დერეფნის გასახსნელად. როგორც “არმენპრესი” (https://armenpress.am/arm/news/1101322.html) იუწყება, ამის შესახებ სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე  ისაუბრა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ წარმოუდგენია პრემიერ-მინისტრს  ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა და რას აკეთებს მთავრობა ამ მიმართულებით. ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს ასევე სთხოვა მიმართოს რუსულ პლატფორმებზე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სომხეთმა რუსეთს ულტიმატუმი წარუდგინა, რომ თუ 10 იანვრამდე ლაჩინის დერეფანი არ გაიხსნება, სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს  და დსთ-ს.

პირველ რიგში, პრემიერმა თქვა, რომ არ თვლის საჭიროდ კოლეგებთან ულტიმატუმების ენით საუბარს.

„რაც უნდა ვთქვათ მოცემულ ვითარებაზე, უკვე საჯაროდ ითქვა და დასამატებელი არაფერია. საჯარო შეფასებები მიეცა ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის  ფაქტსაც“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრი საჭიროდ მიიჩნევს ლაჩინის დერეფნის გარშემო შექმნილი ვითარების კონტექსტის ღრმა და ზოგად გააზრებას.

„ჩემი აზრით, ის, რაც ლაჩინის დერეფანში ხდება, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის, მთიანი ყარაბაღის სომხების ნებას, იცხოვრონ საკუთარ სამშობლოში. ეს არის პრობლემის ყველაზე მნიშვნელოვანი კონტექსტი. ეს უნდა გავითვალისწინოთ. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პოზიციები გამოთქმულია და მიგვაჩნია, რომ ჩვენი ინსტრუმენტარიუმი უნდა იყოს დიპლომატიური, ანუ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდეს ლაჩინის დერეფნის გახსნაზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტის მიხედვით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით აქვთ სამართლებრივი ვალდებულებები.

„თუ მიაქციეთ ყურადღება, სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტში, რომელიც ლაჩინის დერეფანს ეხება, არ არის ფორმულირება სომხეთის რესპუბლიკასთან დაკავშირებით. და მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქმედება უნდა იყოს სრულიად ლეგიტიმური და ამ პროცესში და ზოგადად ნებისმიერ პროცესში უმთავრესად მიგვაჩნია ლეგიტიმაცია, უფრო მეტიც, საერთაშორისოდ ლეგიტიმური პოზიციები და მიდგომები და ამ ლოგიკით მივუდგებით საკითხს“, – განაცხადა პრემიერმა. დასძინა მინისტრმა.

ფაშინიანმა შეახსენა, რომ 2022 წელს სომხეთის რესპუბლიკამ მთიან ყარაბაღს უპრეცედენტო ოდენობის დახმარება გაუწია, 170 მილიარდ დრამაზე მეტი.

„ჩვენ გავაგრძელებთ მთიანი ყარაბაღის ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერას. მოგეხსენებათ, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ვიცე-პრემიერ ტიგრან ხაჩატრიანის ხელმძღვანელობით, რომელიც დახმარებას უწევს  მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას ჰუმანიტარული კრიზისის მართვაში. როგორც იცით, საკითხი დაისვა გაეროს უშიშროების საბჭოში და ის რჩება გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში. რა თქმა უნდა, მე გამოვთქვი პოზიციები რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით მოცემულ სიტუაციაში. ყურადღება უნდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ დიახ, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ჯარებმა უნდა უზრუნველყონ ლაჩინის დერეფნის ნორმალური ფუნქციონირება და ეს ნათლად არის ნათქვამი სამმხრივ განცხადებაში“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button