პოლიტიკა

„არცახი“ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, აიღოს პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის მიერ დაგეგმილი ეთნიკური წმენდის აღკვეთაზე

11 იანვარს მოწვეული იქნა უშიშროების საბჭოს სხდომა არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტის არაიკ ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელობით, რომელშიც არცახის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

საუბარი შეეხო აზერბაიჯანის მიერ თითქმის ერთი თვე ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის გამო ჰუმანიტარული კრიზისის შედეგებს არცახში და მასზე ბოლო დღეებში გაკეთებულ მაღალი დონის პოლიტიკურ განცხადებებს. მიღებულ იქნა სახელმწიფო საბჭოს განცხადება, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.

არცახის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს განცხადებას გთავაზობთ ქვემოთ:

თითქმის ერთი თვეა, რაც ე.წ. ეკოაქტივისტთა ჯგუფმა აზერბაიჯანის ამჟამინდელი ხელისუფლების სრული და ღია მხარდაჭერით გადაკეტა არცახის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა. ასეთი ქმედებებით აზერბაიჯანულმა მხარემ პრაქტიკულად წაართვა არცახის რესპუბლიკის მოსახლეობას გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი შესაძლებლობა, 120 000 მოსახლეობა სრულ ბლოკადაში დატოვა, რასაც ჰუმანიტარული, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური შედეგები მოჰყვა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ მიმდინარე წლის 10 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქმულმა აზრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ძალის მუქარის აშკარა გამოვლინება ყარაბაღის მოგვარების პროცესში. პრობლემა, რომელიც აზერბაიჯანის მიერ არცახის რესპუბლიკის ხალხის წინააღმდეგ 2020 წლის 44-დღიანი ომის გაგრძელებაა.

ამ რეალობის კონტექსტში სრ პრემიერ-მინისტრის გუშინდელ პრესკონფერენციაზე გამოთქმულმა არაერთმა პრეტენზიამ და მოსაზრებამ გამოიწვია შეშფოთება, რადგან ისინი არ შეესაბამება როგორც სახალხო ბრძოლის იდეებს, ასევე არცახის რესპუბლიკის ხალხის და ხელისუფლების მიერ დაფიქსირებულ პოზიციას.

ჩვენ ვაცნობიერებთ ყველა იმ შედეგებს, რაც მომდინარეობს ჩვენს მიერ მიღებული პოლიტიკური ხაზიდან და ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას, რომ არცახის სუვერენიტეტი და ისტორიულ სამშობლოში თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება აბსოლუტური ღირებულებებია. ვერანაირი იძულება და მუქარა ვერ გადაგვაფიქრებინებს ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ ბრძოლა.

შესაბამისად, მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აიღოს პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ტერორისტული ქმედებების, დაგეგმილი ეთნიკური წმენდისა და მოსამზადებელი ახალი გენოციდის აღკვეთაზე.

არცახის რესპუბლიკის ხალხი და ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ დიასპორული სომხობა გააგრძელებს მათი არცახელი და-ძმების მიერ  მიღებულ გადაწყვეტილების მხარდაჭერას და მოუწოდებენ სრ ხელისუფლებას იხელმძღვანელონ აბსოლუტურად არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების საერთაშორისო ინსტანციებში წინ წაწევისა და დაცვის პოზიციით,  საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოს ყველა შესაძლებლობისა და ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით.

ნახეთ მეტი
Back to top button