მთავარიპოლიტიკა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე  სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჯარ ოსმანი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.

როგორც ეუთოს პრესსამსახურში განაცხადეს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ის ყურადღებით აკვირდება ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებულ ვითარებას.

„ეუთოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა შეშფოთება გამოხატა დერეფნის ირგვლივ შექმნილი ვითარების გავლენის შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ოსმანმა მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისა და კონსტრუქციული და ეფექტური დიალოგისკენ მოუწოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეუთო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგება და ქვეყნებს შორის ნდობის განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯები, როგორც ეუთოს ინსტრუმენტარიუმის ნაწილი, საკვანძოა არსებული პრობლემების დასაძლევად.

ამ კონტექსტში, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, პირადად ჩაერთოს დაძაბულობის განმუხტვისა და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევაში.

ნახეთ მეტი
Back to top button