საზოგადოება
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ კონსტანტინოპოლის სომეხი პატრიარქი სომხეთ-თურქეთის საფეხბურთო მატჩზე მიიწვია

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, მურად აქსუს ხელმძღვანელობით დელეგაცია ეწვია ქ. კონსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქ ტერ საჰაკ მთავარეპისკოპოსს ( მაშალიანი).
როგორც “არმენპრესი” (https://armenpress.am/arm/news/1101442.html) იუწყება, ამის შესახებ “ლუის TV”-ს პრესრელიზიდან ვიგებთ.
გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრებმა პატრიარქი 2023 წლის 25 მარტს ერევანში გასამართ თურქეთ-სომხეთის საფეხბურთო მატჩზე მიიწვიეს.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში თურქეთი-სომხეთის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.