საზოგადოება

სამხედრო სამსახურში ქალების ნებაყოფლობით საფუძველზე ჩართვის პროექტი განხილვის პროცესშია  –   თავდაცვის მინისტრის მოადგილე

  საბრძოლო სროლის კურსებზე ქალების მიერ გამოვლენილმა აქტიურობამ გააჩინა იდეა, რომ ქალებს სამხედრო სამსახურში ჩართვაც შეუძლიათ, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებაყოფლობით. როგორც “არმენპრესი” (https://armenpress.am/arm/news/1101432.html) იუწყება, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ არმან სარგსიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

„ამჟამად კანონპროექტი განხილვის პროცესშია და როცა მზად იქნება, მიმოქცევაში შევა. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნებაყოფლობითი პრინციპით განხორციელდება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სარგსიანის თქმით, მიზანი არის ქალების პოტენციალის გამოყენება, იმ ქალების, რომლებსაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, წვლილი შეიტანონ შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button