საერთაშორისო
საქართველოში მყოფ თითოეულ უკრაინელ ბავშვს 470 ლარს გადასცემენ

საქართველოს მთავრობა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გასცემს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მოწყვლადი უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის.
https://netgazeti.ge/news/649684/?fbcli
გაეროს ბავშვთა ფონდის ცნობით, 470 ლარს თითოეულ ბავშვზე მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ.
ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა საცხოვრებლის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს მიმდინარე წლის 1 მარტამდე და თან იქონიოს საკუთარი და ბავშვის პასპორტი/დაბადების მოწმობა.
დაწვრილებით აქ: https://www.unicef.org/georgia/sites/unicef.org.georgia/files/2023-01/Territorial%20Offices%20of%20Social%20Services%20Agency%20-%20Final.pdf