საერთაშორისო

ძლიერი ქარი დასავლეთ საქართველოში – არიან დაზარალებულები -ქართული მედია

ფოთში უამინდობის გამო მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. გაიწერა კონკრეტული გეგმა. ამის შესახებ ცნობები ქვეყნდება სხვადასხვა ქართულ მედიაში.

ფოთში ძლიერი ქარის გამო წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა. ქალაქის ნაწილს ამ დრომდე არ აქვს ელექტროენერგია. ადგილზე მერიის სამსახურები და “ენერგო პრო ჯორჯიას” ბრიგადები მუშაობენ.

ძლიერ ქარსა და მის შედეგებს ებრძვიან სენაკში, ხობსა და ზუგდიდშიც. მერიების შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. პარალელურად, სპეციალური კომისიები ზარალს ითვლიან.

სენაკში სტიქიისგან 3 ადამიანი დაშავდა. სამარშრუტო ტაქსს მოგლეჯილი ხე გადაადგილების დროს დაეცა.

ლანჩხუთშიც  დილიდან ძლიერი ქარია. უამინდობამ მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვნად დიდი ზიანი მიაყენა. წაქცეულია 50-მდე ხე. დაზიანებულია გაზსადენი მილები და ელექტრო გადამცემი ხაზები. რამოდენიმე სოფელს და ქალაქს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტრონერგია. 100-მდე  სახლს გადახადა სახურავი, სახურავი დაუზიანა პოლიციის სამმართველოსაც. დაზიანებულია რამდენიმე სავაჭრო ობიექტი.

მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, გასულები არიან დაზიანებულ ობიექტებზე და პარალელურად, ითვლიან ზარალს. უამინდობის შედეგად დაზიანდა ერთი მოქალაქეც. ავტომობილს ხე დაეცა, რომელშიც 35 წლამდე მამაკაცი იმყოფებოდა. დაზარალებული ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.

ნახეთ მეტი
Back to top button