საერთაშორისო

აზერბაიჯანის მოქალაქეებმა თურქეთიდან საქართველოში არადეკლარირებული 6 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობა შემოიტანეს

როგორც ქართული მედია ქვეყნებს, აზერბაიჯანის მოქალაქეებმა თურქეთიდან საქართველოში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტით, არადეკლარირებული ექვს კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობა შემოიტანეს. საიუველირო ნაკეთობების ჯამური ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით მიმდინარეობს და ის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

ნახეთ მეტი
Back to top button