პოლიტიკა

აზერბაიჯანი შიშობს, რომ ევროკავშირის ახალი მისია დაბრკოლება გახდება სომხეთის წინააღმდეგ ახალი აგრესიის წამოწყებისას  –  სრ  საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში ილჰამ ალიევმა ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე და გამოხატა უკმაყოფილება სომხეთში ახალი სადამკვირვებლო მისიის განლაგების შესაძლებლობის გამო.

შსს-ს პრესსპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა “არმპრესსთან” ინტერვიუში ალიევის განცხადებაზე დაყრდნობით აღნიშნა:

„ჩვენთვის გაუგებარია აზერბაიჯანის პრეზიდენტის უკმაყოფილება, რადგანაც საუბარია მისიის განხორციელების შესაძლებლობაზე სომხეთის  სუვერენულ ტერიტორიაზე.

მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, აზერბაიჯანულ მხარეს ეშინია, რომ ევროკავშირის ახალი მისია დაბრკოლება გახდება სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ახალი აგრესიის წამოწყებაში, რომლის საშიშროება კვლავაც ძალიან მაღალია.

„სომხეთი აფასებს ევროკავშირის მისიის როლს, რომელიც დასრულდა 2022 წლის 19 დეკემბერს, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და სომხეთის წინააღმდეგ ახალი აგრესიის თავიდან აცილებაში. ჩვენ ასევე გამოვთქვით მზადყოფნა, გავაგრძელოთ ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა ევროკავშირთან სრ სუვერენულ ტერიტორიაზე ახალი სადამკვირვებლო მისიის განხორციელების კონტექსტში“, – დასძინა ვაჰან ჰუნანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button