პოლიტიკა

თავის განცხადებაში ალიევმა აღიარა, რომ დერეფნის შესახებ პრეტენზიებს სამმხრივ განცხადებასთან არანაირი კავშირი არ აქვს  –   სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თავისი ბოლო განცხადებებით საბოლოოდ გულწრფელად აცხადებს, ეგრეთ წოდებული ლაჩინის დერეფანი არავიტარ კავშირში არ არის 9 ნოემბრის დეკლარაციასთან.  ამის შესახებ  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან ჰუნანიანმა „არსენპრესთან“ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ განცხადებაში მხოლოდ ერთია ნახსენები  –  ლაჩინის დერეფანი, რომელიც თვეზე მეტია აზერბაიჯანის მიერ უკანონოდაა  ბლოკირებული.

ჰუნანიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი თავისი ბოლო განცხადებებით უნებლიედ აღიარებს, რომ აზერბაიჯანი უხეშად არღვევს 2020 წ. 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციით გათვალისწინებულ  მის  საერთაშორისო ვალდებულებებს –  თვეზე მეტია ალყაში ამყოფებს  120 000 არცახელ სომეხს და მიზანმიმართულად მიჰყავს  მთიანი ყარაბაღი  ჰუმანიტარულ კატასტროფამდე.

„სომხეთმა  არაერთხელ განაცხადა, რომ დაინტერესებულია რეგიონში ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გახსნით 9 ნოემბრის განცხადების შესაბამისად. ჩვენ მზად ვართ ეს განვახორციელოთ ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში უმოკლეს დროში, ქვეყნების სუვერენიტეტისა და გზებზე იურისდიქციის შენარჩუნების შესახებ მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში. ამასთან, სომხეთი არასოდეს დათანხმდება  ტერიტორიის გარე დერეფნის უზრუნველყოფას.

აზერბაიჯანის მუქარა ძალის გამოყენებით დერეფნის გახსნის შესახებ კიდევ ერთხელ ცხადყოფს აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოუყენებლობის ან ძალის მუქარის პრინციპის დარღვევას, რაც საკვანძო როლს ასრულებს საერთაშორისო სამართალში, ასევე მიუთითებს ოფიციალური ბაქოს აბსოლუტურ უპატივცემულობას შეთანხმებების მიმართ რაც მიღწეული იქნა  საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით.

კიდევ ერთხელ უნდა დავაფიქსიროთ, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ქმედებები, მეომარი რიტორიკა და ექსტრემისტული მიდგომები სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის შესაძლებლობას“, – განაცხადა სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე მითითებით, რომ ყველას, ვისაც არ სურს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მოქალაქედ ცხოვრება, შეუძლია დატოვოს, რადგან მათთვის კარი ღიაა, ჰუნანიანმა  აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აღიარებს, რომ მისი ქმედებების საბოლოო მიზანია მთიანი ყარაბაღის ეთნიკური წმენდა, მთიანი ყარაბაღის სომხებისათვის  საკუთარ სამშობლოში ცხოვრების შესაძლებლობის ჩამორთმევა.

„ამ პირობებში, ჩვენ მოვუწოდებთ დაინტერესებულ საერთაშორისო პარტნიორებს დაავალდებულონ აზერბაიჯანი მკაფიო ქმედებებით, შეაჩერონ ლაჩინის დერეფნის ბლოკირება და გადაარჩინონ  არცახელი  სომხები გარდაუვალი კატასტროფისგან“, – განაცხადა ვაჰან ჰუნანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button