საზოგადოება

მთიანი ყარაბაღის რეანიმაციულ განყოფილებაში 11 ბავშვი და 8 ზრდასრული იმყოფება, 3-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა  –  მთიანი ყარაბაღის  ჯანდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის გადაკეტვის გამო, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში გეგმიური ოპერაციები კვლავ შეჩერებულია.

სამედიცინო ცენტრ “არევიკის” ახალშობილთა და რეანიმაციულ განყოფილებაში 11 ბავშვია მოთავსებული.

„რესპუბლიკურ სამედიცინო ცენტრში“ რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი იმყოფება, მათგან 3 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პაციენტების მდგომარეობა დასტაბილურდეს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობითა და თანხლებით არცახიდან სომხეთში დღემდე სულ 19 პაციენტი გადაიყვანეს.

ნახეთ მეტი
Back to top button