პოლიტიკა

საერთაშორისო თანამეგობრობის უმოქმედობას აზერბაიჯანის ხელისუფლება მათი დანაშაულებრივი ქმედებების ჩუმ წახალისებად მიიჩნევს. არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის მიერ არცახის რესპუბლიკისა და მისი 120 000 მოსახლეობის ერთთვიანი ბლოკადა 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ, არის ყველაზე მასშტაბური თავდასხმა არცახის მოსახლეობაზე. „არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. https://armenpress.am/arm/news/1101520.html? „2022 წლის 12 დეკემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია 2020წ 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის დებულებები და გადაკეტა ლაჩინის დერეფანი, რომელიც აკავშირებს არცახს სომხეთთან და გარე სამყაროსთან.

შედეგად, რესპუბლიკაში დღითიდღე უარესდება პირველადი საქონლის, მედიკამენტების, საკვებისა და საწვავის დეფიციტი. აზერბაიჯანმა დახურა სომხეთიდან არცახში გაზის მიწოდება მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გავლით. მოგვიანებით გაზმომარაგება აღდგა, მაგრამ 2023 წლის 9 იანვარს სომხეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა გორის-სტეფანაკერტის ერთადერთი მაღალი ძაბვის ხაზის ავარიის გამო, რომელიც ასევე გადის აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აზერბაიჯანი დღემდე მიზანმიმართულად აფერხებს საგანგებო აღდგენის სამუშაოებს, რაც მისი ნაბიჯების მიზანმიმართულობას ადასტურებს.

არცახის ალყა არის 2020 წ. თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის ტერორისტული ორგანიზაციების უშუალო მონაწილეობით აზერბაიჯანის მიერ არცახის რესპუბლიკისა და მისი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებული სამხედრო აგრესიის პირდაპირი გაგრძელება. ცეცხლის შეწყვეტის დამყარების დღიდან ვერ შეძლო რა არცახის ხალხის სამშობლოდან განდევნა სამხედრო გზით, აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის დადებიდან დღემდე ახორციელებს თანმიმდევრულ მცდელობებს მიაღწიოს დანაშაულებრივ მიზნებს ნაკლებად აშკარა, მაგრამ არანაკლებ არაადამიანური მეთოდებით.

აზერბაიჯანის მიერ გადადგმული ნაბიჯების მთლიანობა და ოფიციალური განცხადებები, რომლებიც ამჟღავნებს მისი უმაღლესი ხელმძღვანელობის, ბაქოს რეალურ ზრახვებს, ადასტურებს, რომ არცახის რესპუბლიკის ბლოკადა არის აზერბაიჯანის პოლიტიკის კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს არცახის ხალხის განადგურებას. „აზერბაიჯანის ქმედებები უდავოდ არის მისი გენოციდური პოლიტიკის გაგრძელება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს საჭირო ინსტრუმენტები და ყველა სამართლებრივი საფუძველი, ჩაერიოს არცახში არსებულ ვითარებაში, რაც დღითი დღე უარესდება. გარდაუვალი კატასტროფის კონტექსტში მიუღებელია საერთაშორისო თანამეგობრობის უმოქმედობა, იმიტომ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მას მიიჩნევს, როგორც მათი დანაშაულებრივი ქმედებების მდუმარე წახალისებად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button