ეკონომიკა

სომხეთიდან კვიპროსში ექსპორტი 211-ჯერ გაიზარდა  – ყველაზე დიდი მოცულობები გაიგზავნა რუსეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ჩინეთში

სომხეთიდან ექსპორტი წინა წლის 11 თვეში 75,2 პროცენტით გაიზარდა, ზრდა დაფიქსირდა თითქმის ყველა სახის საექსპორტო პროდუქტში, ექსპორტი ზოგიერთ ქვეყანაში რამდენჯერმე გაიზარდა, მაგალითად, კვიპროსში ექსპორტი 211-ჯერ გაიზარდა 2022 წლის იანვარ-ნოემბერში.  როგორც „არმენპრესი“ წერს,  გასული წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტის ზრდა თითქმის ყველა სახეობის პროდუქტზე დაფიქსირდა. ექსპორტის მოცულობით კვლავ ლიდერობს მინერალური პროდუქტები,  შემდეგ მოდის ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები, ძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი, შემდეგ მანქანები, აღჭურვილობა და მექანიზმები.

ნახეთ მეტი
Back to top button