მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა  და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა დეტალურად განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთელი რიგი საკითხები

სომხეთ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შეხვდნენ.

როგორც სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, არარატ მირზოიანმა და ილია დარჩიაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და საერთო ღირებულებებზე დამყარებული სომხურ-ქართული ურთიერთობების მაღალი დონე და გაცვალეს აზრები თანამშრომლობის გაფართოებისა  და გაღრმავების მიმართულებით.

წყაროს ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით გაწეულ სამუშაოებზე და ხაზი გაუსვეს სომხურ-ქართული სამთავრობათშორისო კომისიის საქმიანობას.

„შეხვედრაზე ასევე დეტალურად განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არაერთი საკითხი.

არარატ მირზოიანმა ქართველ კოლეგას წარუდგინა  2022წლის  12 დეკემბრიდან ლაჩინის დერეფნის ბლოკირების შედეგად მთიან ყარაბაღში დღითი დღე გაუარესებული ჰუმანიტარულ  მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button